შემზარავი კადრები: დათვმა 11 წლის ბიჭზე თავდასხმა სცადა - "ვიფიქრე ალბათ დამიჭერს და შემჭამს-მეთქი...“ | Allnews.Ge

შემზარავი კადრები: დათვმა 11 წლის ბიჭზე თავდასხმა სცადა - "ვიფიქრე ალბათ დამიჭერს და შემჭამს-მეთქი...“

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ასა­ხუ­ლია რო­გორ მის­დევს უზარ­მა­ზა­რი შავი დათ­ვი ქა­ლაქ­ში პა­ტა­რა ბიჭს, რო­მე­ლიც ვე­ლუ­რი ნა­დი­რის­გან თავ­და­საღ­წე­ვად მა­ღა­ზი­ა­ში შერ­ბის.

შემ­თხვე­ვა პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მოხ­და, 11 წლის კოულ ფრე­ი­ზი “Dollar store“ - ის მა­ღა­ზი­ას­თან მი­ვი­და, რათა ენა­ხა რა­ტომ აგ­ვი­ა­ნებ­და სა­ყიდ­ლებ­ზე გა­მო­სუ­ლი მა­მა­მი­სი. უეც­რად უზარ­მა­ზა­რი შავი დათ­ვი შე­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც მის­კენ მო­ე­მარ­თე­ბო­და. ბიჭი თავ­შე­საფ­რის სა­ძი­ებ­ლად მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვარ­და.

screenshot-2025-11-23-204339-1763916223.jpg

“ვი­ფიქ­რე ალ­ბათ და­მი­ჭერს და შემ­ჭამს მეთ­ქი, ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი მა­შო­რებ­და, შემ­დეგ მე მარ­ცხნივ გა­ვუხ­ვიე დათ­ვი პირ­და­პირ გა­იქ­ცა, მა­ღა­ზი­ის რი­გებს შო­რის დავ­რბო­დი, მერე სა­ლა­როს­თან მივ­ვარ­დი - იქ მხო­ლოდ ერთ თა­ნამ­შრო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, ორი­ვე­ნი დახ­ლს გად­მო­ვახ­ტით და მა­ნამ­დე გა­მოვ­ვარ­დით გა­რეთ სა­ნამ დათ­ვი მოტ­რი­ალ­დე­ბო­და", - ჰყვე­ბო­და კო­უ­ლი.

ადა­მი­ა­ნე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩა­ი­კეტ­ნენ, რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ღა­ზი­ის კა­მე­რებ­მა აჩ­ვე­ნა, ცხო­ველ­მა მა­ღა­ზი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი იხე­ტი­ა­ლა, შემ­დეგ სა­ქონ­ლით სავ­სე თა­რო­ზე შეხ­ტა, გა­რეთ გა­მო­ვი­და და ცოტა ხან­ში მა­ღა­ზი­ის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ეროვ­ნუ­ლი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტში მამ­რი შავი დათ­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 600 ფუნ­ტამ­დე იწო­ნი­დეს.