“უწე­რია ვამ­პირ­ზე... მი­თო­ლო­გია უყ­ვარ­და ძა­ლი­ან“ - ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ჩანაწერები | Allnews.Ge

“უწე­რია ვამ­პირ­ზე... მი­თო­ლო­გია უყ­ვარ­და ძა­ლი­ან“ - ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ჩანაწერები

ნა­პოვ­ნია გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის უც­ნო­ბი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ლექ­სე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე არა­ვინ იცო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის “ბულ­ბუ­ლი“ პი­ე­სებ­საც წერ­და.

"კუ­რი­ე­რი P.S"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლის­ტებს ძა­ლი­ან დიდი მა­სა­ლა აქვთ, რომ­ლის კვლე­ვაც ახლა იწყე­ბა. მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ ეს მა­სა­ლა კერ­ძო პი­რის­გან, 2022 წელს შე­ი­ძი­ნა.

55-1763366830.jpg

“მე შე­მეძ­ლო, რომ უკ­ვდავ­მე­ყო ჩემი სა­ხე­ლი,

შე­მექ­მნა ძეგლი ხელ­თუქ­მნე­ლი, ფა­სუ­დე­ბე­ლი,

დიახ, სა­ხე­ლი უკ­ვდა­ვე­ბის და­მერ­ქმე­ო­და...

აღ­სა­რე­ბა. 1908 წელი“, - იკი­თხე­ბა მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან...

4-1763366843.jpg

“რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა, რო­გორც თა­ვი­ანთ თა­ვებს უწო­დე­ბენ - ექი­მებ­მა, პა­ცი­ენ­ტებს ჩა­უ­ტა­რეს მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში ეს ხელ­ნა­წე­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გა­ნა, შემ­დეგ გა­და­კე­ცი­ლი ფურ­ცლე­ბი, გაც­რე­ცი­ლი, ზო­გან დამ­ტვრე­უ­ლი აღად­გი­ნეს და შემ­დეგ მოხ­და კონ­სერ­ვა­ცია.

თი­თო­ე­უ­ლი ლექ­სის სა­თა­უ­რიც კი ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვია. მა­გა­ლი­თად უწე­რია ვამ­პირ­ზე, ზა­ფხულ­ზე, ნამი, მზის სხი­ვი და ა.შ. ყვე­ლა­ფერ­ზე წერ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რობ­და, მი­თო­ლო­გია უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ახალ უბის წიგ­ნაკ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია რამ­დე­ნი­მე გვერ­დი, სა­დაც თვალ­ნათ­ლივ ჩანს რო­გორ რით­მავს სტრი­ქო­ნებს...

გა­ლა­კტი­ო­ნში პი­ე­სე­ბის ავ­ტო­რიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ,“ - აცხა­დებს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მის კუ­რა­ტო­რის ნა­თია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი.

2-1763366858.jpg

1919 წლით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში გა­ლა­კტი­ო­ნი დე­დას ყო­ფი­თი პრობ­ლე­მებ­ზე წერ­და და მას ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვებ­და.