მეცნიერებმა ფუტკრის ახალი ჯიში - “ლუციფერი“ აღმოაჩინეს - რით გამოირჩევა ის სხვა სახეობებისგან? | Allnews.Ge

მეცნიერებმა ფუტკრის ახალი ჯიში - “ლუციფერი“ აღმოაჩინეს - რით გამოირჩევა ის სხვა სახეობებისგან?

ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ფუტკრე­ბის ახა­ლი ჯიში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მის გამო კი, ლუ­ცი­ფე­რი უწო­დეს - ამ ფუტკრებს თავ­ზე პა­ტა­რა რქე­ბი აქვთ.

მკვლევ­რებ­მა "ლუ­ცი­ფე­რი ფუტკრე­ბი" და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის, გოლ­დფილდსის რე­გი­ონ­ში იშ­ვი­ათ ყვა­ვილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

putkari-1762955729.jpg

"გა­მო­სარ­ჩე­ვი რქე­ბი“ მხო­ლოდ მდედრ ფუტკრებს აქვთ და მას დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მის სა­ხით იყე­ნე­ბენ.მკვლე­ვა­რი, რო­მელ­მაც ამ ფუტკრებს "ლუ­ცი­ფე­რი" შე­არ­ქვა, ამ­ბობს, რომ ამ­გვა­რი სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვი­სას შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყო "ნე­ტფ­ლი­ქის სე­რი­ა­ლი "ლუ­ცი­ფე­რი", რო­მელ­საც იმ დროს უყუ­რებ­და, როცა ფუტკრე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რო­გორც პრო­ფე­სო­რი კიტ პრენ­დერ­გას­ტი ვა­რა­უ­დობს, ფუტკრე­ბის ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა.

წყარო