ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რას ჰყვება ის | Allnews.Ge

ფერმერმა ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები "ზეციური მანანას" წარმოება შეძლო - რას ჰყვება ის

სი­ცი­ლი­ა­ში, მა­დო­ნის მთებ­ში მცხოვ­რებ­მა ფერ­მერ­მა ჯუ­ლიო გე­ლარ­დიმ ბიბ­ლი­ა­ში 17-ჯერ ნახ­სე­ნე­ბი და “თეთ­რი ოქ­როს“ სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბი­ლი “სუ­პერ საკ­ვე­ბის“ - ბიბ­ლი­უ­რი მა­ნა­ნას წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

“სწორ დროს მოხ­ვე­დით, ეს არის ცნო­ბი­ლი მა­ნა­ნა", - ეუბ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რი ჯუ­ლიო გე­ლარ­დი BBC -ის გუნდს და მი­უ­თი­თებს თეთრ ტოტ­ზე.

capture-1761826956.jpg

თი­თო­ე­უ­ლი ხის ქერ­ქის გას­წვრივ თეთ­რი, მი­ნე­რა­ლე­ბით მდი­და­რი ფისი ჩანს - სწო­რედ ეს არის მა­ნა­ნას სქე­ლი ხა­ზე­ბი. საკ­ვე­ბი­სა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ში 17-ჯერ არის ნახ­სე­ნე­ბი.ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ბუ­ნებ­რივ და­მატ­კბობ­ლად და წამ­ლად. მა­ნა­ნას მო­სავ­ლის აღე­ბა (ფრაქ­სი­ნუს ორ­ნუ­სის ხე­ე­ბის ქერ­ქის მოჭ­რა მათი წვე­ნის მო­საგ­რო­ვებ­ლად) გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო მთელ ხმელ­თა­შუა ზღვა­ში. მაგ­რამ ბოლო 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ და ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ მისი თით­ქმის სრუ­ლი გაქ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ამ “სუ­პერ საკ­ვე­ბის“ მო­პო­ვე­ბას გე­ლარ­დი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. დღეს კი მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი და სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი.

capture-1761826990.jpg

მა­ში­ნაც კი, თუ არა­სო­დეს გა­გი­სინ­ჯავთ, აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბათ გა­გო­ნი­ლი ფრა­ზა "ზე­ცი­უ­რი მა­ნა­ნა" - ბიბ­ლი­ა­ში მო­თხრო­ბი­ლი სას­წა­უ­ლი, რო­დე­საც უდაბ­ნო­ში მი­მა­ვა­ლი ის­რა­ე­ლე­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად, ცი­დან მა­ნა­ნას ცვე­ნა და­ი­წყო.მა­დო­ნის მთებ­ში, მა­ნა­ნას მო­სავ­ლის სულ მცი­რე მე-9 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, რო­დე­საც კუნ­ძუ­ლი არაბ­თა მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ იყო.

რე­ნე­სან­სის დროს სი­ცი­ლი­უ­რი ფერ­მე­რე­ბი ამ ტკბილ ტო­ტებს, რომ­ლის გე­მოც ლერ­წმის შაქ­რის გე­მოს წა­ა­გავ­და ჰყიდ­დნენ. ეს იყო ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი ვაჭ­რო­ბა, რის გა­მოც XVI სა­უ­კუ­ნე­ში, ნე­ა­პო­ლის სა­მე­ფომ მას­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბი და­ა­წე­სა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე მა­ნა­ნას მოყ­ვა­ნა მრა­ვა­ლი სი­ცი­ლი­უ­რი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის წესი იყო. 1950-იან წლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა იპო­ვეს მა­ნი­ტო­ლის სინ­თე­ზის გზა და მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში მა­ნა­ნას აღე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­წყდა.

capture-1761827022.jpg

1985 წელს, რო­დე­საც 15 წლი­ა­ნი არ­ყოფ­ნის შემ­დეგ გე­ლარ­დი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ პო­ლი­ნა­ში დაბ­რუნ­და, მიხ­ვდა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ქრე­ბა.

”რო­დე­საც მე ვიზ­რდე­ბო­დი, ყვე­ლამ იცო­და მა­ნა­ნას მი­ღე­ბა. დაბ­რუ­ნე­ბი­სას ვნა­ხე, რომ 100-ზე ნაკ­ლე­ბი ფერ­მე­რი იყო, ვინც ამას აკე­თებ­და,” - გან­მარ­ტავს ის.

მა­ნა­ნას მო­სავ­ლის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლი არის იმის ცოდ­ნა, თუ რო­დის უნდა მო­იჭ­რას ქერ­ქი. ქერ­ქის ნა­ად­რე­ვად მოჭ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხე გა­ახ­მოს და მა­ნა­ნას გა­მო­მუ­შა­ვე­ბა სა­ერ­თოდ შე­წყდეს.

"ჩემი მე­გობ­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ გიჟი ვი­ყა­ვი. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მა­ნა­ნა წარ­სულს ჩა­ბარ­და", - ამ­ბობს ფერ­მე­რი.

თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც ხან­დაზ­მუ­ლი ფერ­მე­რე­ბის­გან მა­ნა­ნას აღე­ბის წე­სე­ბი შე­ის­წავ­ლა, წარ­მა­ტე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

მა­ნა­ნა ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბა მა­ნი­ტო­ლის­გან - ბუ­ნებ­რი­ვად ტკბი­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნა­ერ­თის­გან, ასე­ვე მი­ნე­რა­ლე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა კა­ლი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი და კალ­ცი­უ­მი.

„მისი დე­კონ­გეს­ტან­ტუ­რი და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო, მა­ნა­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ყაბ­ზო­ბის, ხვე­ლის, ყე­ლის ტკი­ვი­ლი­სა და კა­ნის ჭრი­ლო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ“, - ამ­ბობს პა­ლერ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბო­ტა­ნი­კის პრო­ფე­სო­რი, ვი­ვი­ენ სპა­და­რო.

და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის გამო, მა­ნა­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რო­გორც და­მატ­კბო­ბე­ლი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის.

2002 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Slow Food-მა, მა­ნა­ნა და­ცულ ინ­გრე­დი­ენ­ტად გა­მო­ა­ცხა­და.