რატომ არის ვინდოუსის გადაყენება აუცილებელი და როდისაა ის საჭირო?
Windows არის Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემა, რომელიც განკუთვნილია ქსელური ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ბაზების, ვებ-ჰოსტინგისა და სხვადასხვა კორპორატიული სერვისების სამართავად. მისი ინსტალაცია გარკვეულ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან სწორად დაყენებული სერვერი განსაზღვრავს კომპიუტერის სტაბილურობას. Windows არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა. ის მართავს მილიონობით კომპიუტერს და სხვადასხვა ვერსია მოიცავს როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის მოწყობილობებს. სწორად შერჩეული Windows ვერსია განსაზღვრავს კომპიუტერის მუშაობის სისწრაფეს და უსაფრთხოებას.
რა უნდა იცოდეთ, სანამ ვინდოუსის გადაყენებას დაიწყებთ ?
იქამდე, სანამ ვინდოუსის გადაყენებას დაიწყებთ, განსაზღვრეთ არის თუ არა ის რეალურად საჭირო . განვხილოთ ის ძირითადი მიზეზები, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენი Windows ხარვეზულად მუშაობს და ჭირდება სპეციალისტის დახმარება:
- თქვენი კომპიუტერი ძნელად, მაგრამ მაინც ირთვება, რა დროსაც ეკრანზე ჩნდება წარწერები შავ ფონზე, თუმცა Windows არ იტვირთება.
- კომპიუტერი ირთვება, ვინდოუსი იწყებს ჩატვირთვას, მაგრამ გიწევთ უსასრულო ლოდინი და ვერ ხერხდება სრულად ჩატვირთვა.
- კომპიუტერი ჩართულია, Windows ჩატვირთული, მაგრამ გამოდის თქვენთვის უცნობი ფანჯრები თქვენს მიერ ყოველგვარი აქტივობის გარეშე ან შეტყობინება თხოვნით, რომ კომპიუტერის გამოსაყენებლად უნდა გადაიხადოთ თანხა ან დაუკავშირდეთ ნომერზე. ეს და მსგავსი ტიპის ხარვეზები მიანიშნებს, რომ კომპიუტერში ვირუსული კოდია, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის თქვენს მონაცემებს და პირადი ინფორმაციის დაცულობას.
- კომპიუტერის მუშაობა შენელებულია, გვიან რეაგირებს, ცხელდება და გამაგრილებელს უჩვეულოდ მაღალი დატვირთვით იყენებს.გარდა ამისა, Windows-ის ხელახლა დაყენების შემდეგ საჭიროა ყველა პროგრამის თავიდან ინსტალაცია. ეს მოიცავს მათ მოძებნას, ჩამოტვირთვას და ხელახლა დაყენებას.
- გარდა ამისა, თითოეული აპლიკაციის პარამეტრების შეცვლა და საჭირო მონაცემების აღდგენა ასევე აუცილებელია, რათა სისტემა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ადრე. პროცესი განსაკუთრებით შრომატევადი ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერზე მრავალი პროგრამა იყო დაინსტალირებული.
დეტალები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ვინდოუსის გადაყენების პროცესში
შექმენით მონაცემთა სარეზერვო ასლი
ნებისმიერი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილების ან ინსტალაციის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია თქვენი მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ Windows-ის ინსტალაციის პროცესი, როგორც წესი, არ იწვევს მონაცემების დაკარგვას, შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი გარემოებები. თქვენი ფაილებისა და დოკუმენტების შემთხვევითი წაშლის ან დაზიანებისგან დასაცავად, აუცილებლად შექმენით სარეზერვო ასლები.
მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის ერთ-ერთი უმარტივესი გზა გარე მყარი დისკის სერვისის გამოყენებაა. უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით თქვენი მნიშვნელოვანი ფაილები გარე დისკზე ან ატვირთეთ ისინი დრაივზე. გარდა ამისა, სისტემის სურათის სარეზერვო ასლის შექმნა საშუალებას მოგცემთ, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოთ მთელი სისტემა.
კომპიუტერის სისტემის მოთხოვნების შემოწმება
იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კომპიუტერი თავსებადია ვინდოუსის იმ ვერსიასთან, რომლის ინსტალაციასაც გეგმავთ, აუცილებელია სისტემის მოთხოვნების შემოწმება. Windows-ის სხვადასხვა ვერსიას აქვს სპეციფიკური აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ოპტიმალური მუშაობისთვის. დაიწყეთ ოპერაციული სისტემის მიერ მოთხოვნილი მინიმალური პროცესორის სიჩქარის, ოპერატიული მეხსიერების ტევადობის და დისკზე ხელმისაწვდომი სივრცის გადამოწმებით. საჭიროების შემთხვევაში, ინსტალაციის გაგრძელებამდე განიხილეთ გარკვეული კომპონენტების, როგორიცაა: ოპერატიული მეხსიერება ან მყარი დისკის ზომა, განახლება.
გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ ყველა პერიფერიული მოწყობილობა, როგორიცაა პრინტერები და სკანერები, თავსებადია Windows-ის ახალ ვერსიასთან. წინასწარ ეწვიეთ მწარმოებლების ვებსაიტებს საჭირო დრაივერების ჩამოსატვირთად.
არასაჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისგან გათავისუფლება
Windows-ის დაყენების პროცესის დაწყებამდე სასურველია თქვენი სისტემიდან წაშალოთ ნებისმიერი არასაჭირო პროგრამული უზრუნველყოფა ან აპლიკაცია. ეს ხელს შეუწყობს ინსტალაციის პროცესის გამარტივებას და თავიდან აგაცილებთ არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ახალ ოპერაციულ სისტემას შორის პოტენციურ კონფლიქტს.
გადადით თქვენი მიმდინარე ვინდოუსის მართვის პანელზე და შემდეგ გადადით „პროგრამებზე“ ან „აპლიკაციებსა და ფუნქციებზე“. გადახედეთ დაინსტალირებული პროგრამების სიას და წაშალეთ ის პროგრამები, რომლებსაც აღარ იყენებთ ან აღარ გჭირდებათ. პროგრამული უზრუნველყოფის დეინსტალაციისას სიფრთხილე გმართებთ, რადგან ზოგიერთი აპლიკაცია შეიძლება საჭირო გახდეს აპარატურის ფუნქციონირების ან სისტემის სტაბილურობისთვის. გარდა ამისა, ვინდოუსის ინსტალაციის შემდეგ, სისტემის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, განიხილეთ ყველა არასაჭირო გაშვების პროგრამის გამორთვა.
როგორ უნდა მოხდეს ვინდოუსის ინსტალაცია სწორად?
ვინდოუსის ინსტალაციისას წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი მეთოდით მოხდება მისი თქვენს კომპიუტერში დაინტსალირება. მაგალითისთვის განვიხილოთ ვინდოუსის ინსტალაცია. თუ გსურთ განაახლოთ არსებული სისტემა (მაგ., Windows 7, 8 ან 8.1) და მის ნაცვლად დააყენოთ ვინდოუსი ქვემოთ მოცემულია ზოგადი რეკომენდაციები სწორი ინსტალაციისთვის.
თუ ვინდოუსის ინსტალაცია თავად უნდა განახორციელოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ: თუ თქვენს კომპიუტერში არსებული ზოგი პროგრამა, აპლიკაცია, დრაივერი ან ფაილი ვინდოუსის მიერ არ არის მხარდაჭერილი, მათი შენარჩუნება ვერ მოხდება და შეიძლება ეს მონაცემები დაიკარგოს. ამიტომ, ინსტალაციამდე გააკეთეთ მონაცემების სრული გადატანა გარე დისკზე ან დრაივზე.
იქამდე, სანამ დაიწყებთ ვინდოუსის ინსტალაციას, გაითვალისწინეთ ინსტალაციამდე მოსამზადებელი ნაბიჯები
● გააკეთეთ სწორი არჩევანი ინსტალაციის მეთოდზე: ფლეშ მეხსიერების ბარათით ან CD/DVD.
● შეამოწმეთ გაქვთ თუ არა საკმარისი თავისუფალი ადგილი: დარწმუნდით, რომ დისკზე გაქვთ საკმარისი სივრცე ვინდოუსის დასაყენებლად.
● თავსებადობის შემოწმება: გადაამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი კომპიუტერი ვინდოუსის სისტემურ მოთხოვნებს (პროცესორი, RAM, დისკი, ვიდეო/ქსელის ადაპტერი).
● სასურველია, ინსტალაციამდე განაახლოთ ძირითადი მოწყობილობების დრაივის ასლის შექმნა და, საჭიროების შემთხვევაში, BIOS/UEFI, რათა თავიდან აიცილოთ თავსებადობის პრობლემები.
● გადმოიტანეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და სამუშაო ფაილები უსაფრთხო ადგილას.
Windows ვერსიების შედარება
Windows 7 და 8.1
● პლუსები - მსუბუქი, მუშაობს ძალიან ძველ კომპიუტერებზე.
● მინუსები - მხარდაჭერა შეწყვეტილია, აღარ აქვს უსაფრთხოების განახლებები.
● რეკომენდაცია - მისი დაინსტალირება კარგია, მხოლოდ მაშინ, თუ კომპიუტერი ძალიან სუსტია და სხვა ვერსია არ ქაჩავს.
Windows 10
● პლუსები - უნივერსალურია, თავსებადია თითქმის ყველა პროგრამასთან. მუშაობს როგორც ძველ, ისე ახალ კომპიუტერებზე.
● მინუსები -ოფიციალური მხარდაჭერა დასრულდება 2025 წელს.
● რეკომენდაცია - საუკეთესოა ძველი და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერებისთვის.
Windows 11
● პლუსები - თანამედროვე დიზაინი, უფრო უსაფრთხოა, ახალი ფუნქციები (Snap Layouts, DirectStorage, AutoHDR).
● მინუსები - მუშაობს მხოლოდ ახალ კომპიუტერებზე; საჭიროებს TPM 2.0-სა და Secure Boot-ს.
● რეკომენდაცია - საუკეთესოა ახალი კომპიუტერებისთვის (2020 წლის შემდეგ გამოშვებულებისთვის).
რა დრო სჭირდება ვინდოუსის გადაყენებას ?
ვინდოუსის გადაყენების დრო განსხვავებულია და საშუალოდ 30 წუთიდან 2 საათამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
ფაქტორები, რაც დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავს: კომპიუტერის სიჩქარე - SSD დისკზე დაყენება ბევრად სწრაფია HDD-თან შედარებით.Windows-ის ვერსია - Windows 11 ის ინსტალაცია ოდნავ მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე Windows 10-ის.დრაივერებისა და განახლებების დაყენება - თუ ინტერნეტთან ხარ დაკავშირებული და ავტომატური განახლებები ჩართულია, ეს პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს.მონაცემების დაცვა ან ფაილების წაშლა - თუ "clean install"-ს აკეთებ, ან პირიქით, ცდილობ მონაცემების შენარჩუნებას, ეს დამატებით დროს წაიღებს.პროგრამების ხელახლა დაყენება - ეს უკვე ინდივიდუალურია და დროშა.როგორ ნაწილდება დაახლოებითი დრო ? ● ინსტალაციის დაწყება (USB ან მეხსიერების ბარათით) 5-15 წთ.
● ფაილების კოპირება და სისტემის ინსტალაცია - 15-30 წთ SSD-ზე, 30-60 წთ მყარ დისკზე.
● პირველი ჩართვა, ანგარიშის შექმნა, განახლებები - 10-30 წთ.
რატომ უნდა მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს ვინდოუსის გადაყენების დროს ?
ვინდოუსის გადაყენების მომსახურება, საუკეთესო ფასად, შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ. მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ, სანდო და გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და დაგეხმარებიან პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში.
დამწყები მომხმარებლის მიერ ვინდოუსის გადაყენებისას ხშირია შემთხვევა, როცა შემთხვევით იშლება პირადი ფაილები, დოკუმენტები, ფოტოები ან სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები.
ვინდოუსის გადაყენებამდე აუცილებელია მიმართოთ ამ საქმეში გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია ზედმიწევნით ჩაატაროს დიაგნოსტიკური შემოწმება და აღმოფხვრას ნებისმიერი ძირეული პრობლემა თქვენი კომპიუტერის გამართულად მუშაობისათვის. გამოცდილი სპეციალისტები არ ასწორებენ ზედაპირულ, მარტივად შესამჩნევ პრობლემებს, არამედ შეუძლიათ ღრმად გამოიკვლიონ თქვენი სისტემის ინდივიდუალური საჭიროებები და გაგიწიონ სრულფასოვანი დახმარება.
ვინდოუსის გადაყენება მარტივი მხოლოდ გარედან ჩანს, ერთმა არასწორმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფაილების დაკარგვა, სისტემური შეცდომები ან კომპიუტერის არასტაბილური მუშაობა.
გამოცდილმა სპეციალისტმა ზუსტად იცის, როგორ შეინარჩუნოს თქვენი მონაცემები, დააყენოს საჭირო დრაივერები, გააქტიუროს სისტემა და დააყენოს აუცილებელი პროგრამები ისე, რომ ოპერაციული სისტემა იყოს სწრაფი, უსაფრთხო და გამართულად მომუშავე.
NS