ნუტრიციოლოგმა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის №1 კერძი დაასახელა | Allnews.Ge

ნუტრიციოლოგმა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის №1 კერძი დაასახელა

დიეტოლოგი გვიზიარებს 50 წლის ზემოთ ადამიანებისთვის საუკეთესო კერძს, მარტივი, მსუბუქი და საოცრად გემრიელი.

როდესაც ადამიანს 50 წელი უსრულდება, ორგანიზმის მოთხოვნილებები მნიშვნელოვნად იცვლება, განსაკუთრებით ცილებისა და მიკროელემენტების მიმართ. დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ამის შესავსებად აუცილებელი არ არის ბადები ან დანამატები, საკმარისია სწორად შერჩეული საკვები.

მისი რეკომენდაციაა მარტივი და სრულფასოვანი კერძი მხოლოდ სამი ინგრედიენტით: ორაგული, ბულგური და ისპანახი - ეს არის იდეალური კომბინაცია ჯანსაღი დაბერებისა და ენერგიის შესანარჩუნებლად.

ორაგული

ნამდვილი სუპერ–პროდუქტია. ის მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით, რაც ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებულ კუნთების მასის დაკარგვას. გარდა ამისა, შეიცავს D ვიტამინს ძვლების სიმტკიცისთვის, B12 ვიტამინს ენერგიისთვის და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას და აძლიერებენ ტვინის ფუნქციას.

ბულგური

შესანიშნავი ბოჭკოს წყაროა. ასაკთან ერთად მონელების სისტემა ნელდება, ხოლო ბულგური აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, არეგულირებს ქოლესტერინს და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს და მანგანუმს - ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის.

ისპანახი - იხილეთ ვრცლად

წყარო