როგორ გამოიყურება და სად მდებარეობს ქალაქი ბაბლონი, სადაც მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - “დაკიდული ბაღები“ არსებობდა
“შუადღისას მზე ცენტრალურ ერაყს ანათებს და ბაბილონის ნანგრევებს სითბოთი და სინათლით აბალანსებს. მიწიდან მტვერი ამოდის და თან მოაქვს სუსტი სურნელი, რომელიც ისეთივე უძველესია, როგორც თავად დრო. ამ მომენტში ქალაქი ერთდროულად ცარიელი და მარადიულია,“ - ამის შესახებ CNN-ი წერს და ლეგენდარული ბაბილონის უახლეს ფოტოებს აქვეყნებს.

ქალაქი ბაბილონი ოდესღაც მესოპოტამიის მარგალიტი იყო. სწორედ აქ მეფობდა ნაბუქოდონოსორ II, სადაც აშენდა კოლოსალური ტაძრები და სასახლეები. იქ შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - დაკიდული ბაღები მდებარეობდა.
დღეს ბაბილონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა საფრთხის ქვეშ მაინც რჩება და ამას ფოტოებიც ადასტურებს.
პირველი, რაც ბევრ ვიზიტორს ხვდება, არის რეკონსტრუირებული იშთარის კარიბჭე, მისი მუქი ლურჯი ზედაპირი, რომელიც ოდესღაც ლომებისა და დრაკონების ოქროს რელიეფებით იყო მორთული. მის მიღმა გადაჭიმულია პროცესიული გზა - საზეიმო მარშრუტი, რომელიც ოდესღაც სამეფო დღესასწაულებისთვის გამოიყენებოდა, როგორიცაა აკიტუს ახალი წელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად ითვლება.
ნაბუქოდონოსორ II-მ, რომელიც ძვ.წ. 605-დან 562 წლამდე მეფობდა, ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. მან ააშენა გასაოცარი სასახლეები და ტაძრები, გააძლიერა ქალაქის თავდაცვა და დატოვა წარწერები, რომლებიც დღემდე მოწმობს მის ძალაუფლებაზე.
ოდესღაც ქალაქს თავზე ედგა ეტემენანკის უზარმაზარი ზიგურატი, რომელსაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის შთაგონებად მიიჩნევენ.
ხოლო ბაბილონში არსებულ ჩამოკიდებულ ბაღებს ძველი ბერძენი და რომაელი მწერლები “აყვავებულ სამოთხეს“ უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ნაბუქოდონოსორმა ის თავისი დედოფლის გასახარად შეუკვეთა, რომელიც თავისი სამშობლოს ტყიან მთებს ნატრობდა.
“ვადასტურებ, რომ ბაბილონის ჩამოკიდებული ბაღები არსებობდა. ისინი რეალობაა, რომელიც ასახავს მესოპოტამიელი ინჟინრის სიდიადეს, ასევე ბაბილონის მეფისა და მმართველის სიდიადეს“, - განუცხადა CNN-ს ერაყელმა არქეოლოგმა ამერ აბდულრაზაკიმ. განაგრძეთ კითხვა