“მარილის კაცები“: რას მოგვითხრობენ ირანში აღმოჩენილი უძველესი მუმიები, რომელთა შორის 16 წლის მოზარდიც იყო
მეცნიერებმა ირანში მარილის მაღაროს ადგილობრვი მუშის რამდენიმე მუმიფიცირებული სხეული აღმოაჩინეს, რომელთა ნეშტებიც ათასობით წლით თარიღდება.
RealClear Science-ის ცნობით, ექვსი გვამი, რომლებიც ცნობილია როგორც „მარილის კაცები“, ბუნებრივად მუმიფიცირდა. ისინი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ მანზელუს მახლობლად, ჩეჰრაბადის მარილის მაღაროში აღმოაჩინეს.


პირველი მარილის კაცი - გრძელი თეთრი წვერით, ერთი ოქროს საყურითა და რკინის დანების ნაკრებით - მაღაროელებმა 1993 წელს აღმოაჩინეს.
გამოცემის თანახმად, მუმიას, რომელიც ამჟამად „მარილის კაცი 1“-ის სახელითაა ცნობილი, ჯერ კიდევ ეცვა ტყავის ჩექმა და მის ფეხზე შალის შარვლის კვალი იყო.

მამაკაცის შემონახული თავი და ჩექმიანი ფეხი ვიტრინებშია გამოფენილი.

ითვლება, რომ მამაკაცი მაღაროში დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 300 წელს დაიღუპა. მისი ნეშტი 44 მეტრიანი გვირაბის შუაგულში იყო დამარხული.
თერთმეტი წლის შემდეგ, 2004 წელს, მეორე მარილის კაცი აღმოაჩინეს იმ ადგილიდან სულ რაღაც 15 მეტრში. ხოლო 2005 წელს კიდევ ორი მუმია, მათ შორის 16 წლის ბიჭის ნეშტი.

ცხენები სხვადასხვა დროის პერიოდს მიეკუთვნება, უძველესი კი ძვ. წ. 9550 წლით თარიღდება. როგორც „მარილის კაცი 1“-ის შემთხვევაში, ყველა ნაშთი შესანიშნავად იყო შემონახული.

ისინი თეირანში, ირანის ეროვნულ მუზეუმში არიან გამოფენილი.