რატომ უნდა მიიღოთ გვირილის ჩაი ყოველ დღე? - 10 მიზეზი, რის გამოც მასზე უარს არასდროს იტყვით | Allnews.Ge

რატომ უნდა მიიღოთ გვირილის ჩაი ყოველ დღე? - 10 მიზეზი, რის გამოც მასზე უარს არასდროს იტყვით

გვირილის ჩაი არც თუ ისე პოპულარული სასმელია. თუმცა, ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნია და ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს.

მისი მთავარი სასარგებლო თვისებებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: ძილის რეგულაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხელშეწყობა, კანის დაცვა, სტრესისი დონის შემცირება, მენსტრუალური სპაზმების შემსუბუქება. ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით, უნარი აქვს შეამციროს დიარეა და მუცლის შებერილობა.

  • რა არის გვირილის ჩაი?

გვირილის გამხმარი ყვავილები გამოიყენება, როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება. მისგან ამზადებენ საფენებსაც. გვირილის მიღების ყველაზე პოპულარული ფორმაა ჩაი.

მისი ესპანური სახელია მანზანილას ჩაი. ამ მცენარეს ბევრი ფორმა აქვს, ასე რომ გვირილის ჩაი, აღმოჩენილი მსოფლიოს ერთ ნაწილში, შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვა გვირილის ჩაისგან, თუმცა, ძირითადი კომპონენტები საკმაოდ მსგავსია და აქვს ერთნაირი ეფექტი.

კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანული გვირილის ყვავილები შეიცავს სასარგებლო ნაერთების და მკვებავ ნივთიერებების ყველაზე ძლიერ კონცენტრაციას, რითაც ამდიდრებს ორგანიზმს რეგულარულად მიღების შემთხვევაში.

  • გვირილის ჩაის აქვს მიწისა და ყვავილების სასიამოვნო გემო. ის ცნობილია თავსი სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. მასში შემავალ ფლავონოიდებს, სესქვიტერპენებს (ხშირად ასოცირდება ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან) და სხვა ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

მიუხედავად იმისა, რომ მას სასმელის სახით იღებენ, გვირილის ექსტრაქტი გამოიყენება კაფსულებში და არომათერაპიულ ზეთებში. გვირილის ლოსიონს ჩვეულებრივ მოიხმარენ კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, როგორიცაა საპნები, შამპუნები, ჰიგიენური სველი ხელსახოცები პოპულარულია დამამშვიდებელი თვისებების გამო.

  • გვირილის ჩაის მკვებავი თვისებები

USDA –ის თანახმად გვირილის ჩაი ბევრ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს მცირე დოზებით: კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თიამინი, რიბოფლავინი და ვიტამინი A. სხვა მკვებავ ნივთიერებებში შედის ფოლატი, რკინა და თუთია. ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი (237 მლ.) ორგანიზმს უზრუნველყოფს 2 კკალ ენერგიით, 0.47 გ. ნახშირწყლებით.

  • ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები - ხელს უწყობს ძილს

გვირილის ჩაი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ძილის მომგვრელი საშუალება, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ებრძვის ძილის აპნოეს და ძილში შფოთავს.

  • შეუძლია შეამციროს ანთებითი პროცესები

თუ კუჭი გაქვთ გაღიზიანებული – მუცლის შებერვით დაწყებული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დამთავრებული, გვირილის ჩაი ნამდვილად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მისი ძლიერი ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეფექტურია კუჭისა და ნაწლავის კრუნჩხვების სამკურნალოდ.

გვირილის ჩაის რეგულარული მიღება ეხმარება ისეთი პრობლემების შემცირებას, როგორიცაა გულისრევა, კუნთების სპაზმები, კუჭის გრიპი და გასტროენტერიტი.

  • სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის

გვირილის ჩაი სასარგებლოა ადამიანებისთვის დიაბეტის დიაგნოზით. ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და არეგულირებს ინსულინის რაოდენობას, მასში შემავალი ძლიერი ორგანული ქიმიკატები ხელს უშლის სისხლში შაქრის მკვეთრ ვარდნას და აწევას.

  • ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას

გვირილის ჩაის შეუძლია შეამციროს სისხლის არტერიული წნევა და ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, გახადოს თქვენი გული უფრო ჯანმრთელი. მისი რეგულარული მიღება ასევე ამცირებს სხვადასხვა კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს.

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

გვირილის ჩაიში არსებული ფენოლური ნაერთები ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და ხელს უშლის ინფექციების განვითარებას. ჩაიში შემავალი მეორე ნაერთი კი ებრძვის გაციებას, გრიპს, ზედა სასუნთქი გზების ანთებას.

  • ამშვიდებს სტრესს

გვირილის ჩაის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თვისებაა სტრესთან და შფოთვასთან გამკლავება. ხანგრძლივი და დამქანცველი დღის ბოლოს ამ თბილი ბუნებრივი სასმელის მიღება ზრდის სეროტონინისა და მელატონინის დონეს ორგანიზმში. აღნიშნული ჰორმონები წარმატებით უმკლავდება სტრესსა და ღელვას.

  • სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის

ანთების საწინააღმდეგო თვისებების და მდიდარი ანტიოქსიდანტური ბუნების გამო, გვირილის ჩაის მხოლოდ სასმელად არ იყენებენ. მას შეუძლია შეამსუბუქოს კანის გაღიზიანება და ისეთი კანის დაავადება, როგორიცაა ეგზემა. ჩაი მნიშვნელოვნად ეხმარება შეხორცების პროცესს და ხელს უშლის სახეზე ლაქების და ნაოჭების განვითარებას. ჟანგვითი სტრესის აღმოფხვრით და იმუნური პასუხის გაძლიერებით, მას შეუძლია საოცრებები მოახდინოს თქვენი კანისთვის.

ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას გვირილის ექტრაქტი ასტიმულირებს ოსტეობლასტების აქტივობას, უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ძვლის ქსოვილის ფორმირებაში. ამგვარად, ჩაი ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივის ზრდას და ანელებს ოსტეოპოროზის მავნე ზემოქმედებას.

  • ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილს

გვირილის ჩაის ანთების საწინააღმდეგო თვისებას შეუძლია ეს რელაქსატორი პოპულარული გახადოს ქალებში, როცა საქმე ისეთ მენსტრუალურ სიმპტომებთან გამკლავებას ეხება, როგორიცაა – მუცლის შებერვა, სპაზმები, შფოთვა, ოფლიანობა, უძილობა და ხასიათის ცვალებადობა.

  • გააჩნია ანტიალერგიული თვისებები

გვირილის ჩაი არეგგულირებს იმუნურ პასუხს ორგანიზმში არსებულ ალერგენებზე. მუშაობს როგორც ანტიჰისტამინური საშუალება. შესაბამისად, ამშვიდებს მთელს სხეულში არსებულ ალერგიულ რეაქციებს.