“უხდება მაცივარი...“ - როგორ შევინახოთ იმერული ყველი: ექსპერტი გვირჩევს
ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.
როგორ შევინახოთ იმერული ყველი? - ამის შესახებ ექსპერტი დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს:
“სულგუნის (სელეგინის)ვიდეოს მოყვა სერიოზული გამოხმაურება...
მაშ ასე, თუ გვაქვს ახალი ამოყვანილი, წინა დღეს გაციებული და გაწურული ყველი, დაიდოს სუფთა ზედაპირზე (დაფა მაგიდა , ტაბაკა) ზედაპირზე მოვაყაროთ მარილი, (არც ძალიან მსხვილი და არც ძალიან წვრილი). დავტოვოთ 12–24 საათი, გადავატრიალოთ 2-3 ჯერ შემოადნეს... ამ პერიოდში ზედაპირი იკუმშება, „კანი“ მაგრდება და ყველა ჭრილი იხურება.
მარცვლებს შორის არის არხები საიდანაც მარილწყალი გულამდე აღწევს... გარედან შემარილებული ყველი დაცულია გადამარილებისგან და რაც არ უნდა ძლიერ მარილწყალში ჩადოთ, ზედმეტად არ გადამარილდება...
-
როგორ ხდება გრძელვადიანი შენახვა?
მოვამზადოთ 18–20%-იანი მარილწყალი (ანუ 1 ლიტრ წყალში 180–200 გ მარილი). წყალი ადუღებული და გაცივებული უნდა იყოს, რომ მიკრობები არ გამრავლდეს. დავამატოთ 50 გრამი ვაშლის ძმარი, ორი კოვზი შაქარი ან თაფლი და ყველი ჩავდოთ ისე, რომ მთლიანად დაფაროს მარილწყალმა. უმჯობესია ტივტივებდეს.
პირველ დღეებში (2–3 დღე) მარილწყალი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს (20–22%), შემდეგ უკვე გადაიტანო უფრო სუსტ (16–18%) მარილწყალში.
შენახვა სიგრილეში (10–15°C), სჯობს მაცივარში ან სარდაფში.
მარილწყალი პერიოდულად (კვირაში ერთხელ მაინც) გადაამოწმეთ, თუ დაიბინდა ან ნადები გაუჩნდა გადაწურეთ და ახლით ჩაანაცვლეთ.
შეიძლება პასტერიზაცია - მიიყვნეთთ დუღილამდე, გააცივეთ... მარილწყალი სულ გრილი და კამკამა უნდა იყოს. ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შეინახოთ, გააჩნია გარემოს ტემპერატურასა და მარილის ხარისხს.
(იოდიზირებულს არ გირჩევთ) შედეგად კანი მყარია და ყველი არ იფშვნება. შიგნიდანაც თანაბრად მარილიანი და უსაფრთხოა. დიდი პარტიისთვის განსაკუთრებით კარგია, რადგან ნაკლებია გაფუჭების რისკი,“ - აღნიშნავს ანა ჩიკვაიძე.
იხილეთ ასევე: