ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ - რას წარმოადგენს ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, რომელმაც კვლევების დაწყებაზე ნებართვა მიიღო | Allnews.Ge

ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ - რას წარმოადგენს ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, რომელმაც კვლევების დაწყებაზე ნებართვა მიიღო

მეც­ნი­ე­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ კვლე­ვას, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ღო­რის ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში და უკვე მზად არი­ან შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის­თვის: უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის.

ერთ-ერთი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია eGenesis- გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ღო­რებს ზრდის, რათა მათი ორ­გა­ნო­ე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში გა­და­ნერგვის­თვის თავ­სე­ბა­დი იყოს. მათი გან­ცხა­დე­ბით აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გას­ცა უფ­ლე­ბა, რომ ღო­რის თირკმე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში გა­და­ე­ნერ­გათ - შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მალე ადა­მი­ა­ნებ­ზე კვლე­ვა და­ი­წყე­ბა.

tirkmeli-36993-1757419647.jpg

"ეს ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი დროა“, - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის თირკმლის ასო­ცი­ა­ცი­ის პო­ლი­ტი­კი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თავ­მჯდო­მარე პოლ კონ­ვე­იმ. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია თირკმლის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის უდი­დე­სი ჯგუ­ფია ქვე­ყა­ნა­ში.

  • უფრო დე­ტა­ლუ­რად... eGenesis-ის მიერ გაზ­რდი­ლი ღო­რე­ბი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რათა მათი ორ­გა­ნო­ე­ბი უფრო თავ­სე­ბა­დი იყოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნო­ებ­თან.

პრო­ცე­სის გა­სა­ღე­ბი არის CRISPR-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი პრო­ცე­დუ­რა - ისი­ნი ღო­რის გე­ნომ­ში აფერ­ხე­ბენ ნახ­შირ­წყლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ალფა-გალი. შე­დე­გად, ღო­რის ორ­გა­ნო ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მთან ბევ­რად ადაპ­ტი­რე­ბა­დი ხდე­ბა.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში უკვე ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა - პა­ცი­ენ­ტებს ღო­რის თირკმე­ლი და გული გა­და­უ­ნერ­გეს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­ნერგვა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის დაც­ვით მოხ­და.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ზო­გა­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა ღო­რის თირკმე­ლი მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტსაც გა­და­უ­ნერ­გეს.ბილ სტი­უ­არტს პრო­ცე­დუ­რა 14 ივ­ნისს ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის შინ მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და და უფრო მე­ტიც, სამ­სა­ხურ­შიც კი გა­აგ­რძე­ლა მუ­შა­ო­ბა.

აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის დო­ნა­ცი­ას ელო­დე­ბა და სი­ა­ში შე­სულ­თა 86%-ს თირკმე­ლი სჭირ­დე­ბა.

უმე­ტეს ცენ­ტრებ­ში თირკმლის ლო­დი­ნის სა­შუ­ა­ლო დრო სა­მი­დან ხუთ წლამ­დეა.

წყარო