სახლი ბათუმში, რომელიც 2 მლნ $ ღირს - უცხოელი ბლოგერი, რომელიც ქართველმა მილიონერებმა სახლში შეუშვეს | Allnews.Ge

სახლი ბათუმში, რომელიც 2 მლნ $ ღირს - უცხოელი ბლოგერი, რომელიც ქართველმა მილიონერებმა სახლში შეუშვეს

ცნობილი უცხოელი ვლოგერი ჯორდან ჰიშამი კვლავ საქართველოში იმყოფება. ჯორდანმა ტიკ-ტოკის გვერდზე საქართველოში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. მათ შორის, ერთ-ერთი ვიდეო ბათუმშია გადაღებული.

როგორც სახლის მფლობელი მამაკაცი ვიდეოში აცხადებს, მისი უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონი დოლარია.

1-1754559707.png

ბლოგერი აღფრთოვანებულია ქართველი მილიონერების მდიდრული სახლის ინტერიერით.

“მისაღები ოთახი იმდენად დიდია, რომ მასში სირბილი და კარდიო ვარჯიშების შესრულებაც კი არის შესაძლებელი”- ხუმრობით ამბობს ჯორდანი.

2-1754559723.png

ამასთან ვიდეოში სახლის მფლობელი ჯორდანს ალკოჰოლური სასმლით უმასპინძლდება.

ბოლოს კი, ჯორდანის ყურადღებას უზარმაზარი ხელნაკეთი საათი იქცევს, რომელიც, სახლის მფლობელის თქმით, 25 000 დოლარი ღირს. იხილეთ ვიდეო TikTok-ზე.

3-1754559736.png

ასევე დაგაინტერესებთ:

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)