„დაარტყამს ინვესტიციებს, ცხოვრების ხარისხი დაიწევს, უდიდესი კატასტროფა იქნება” - რა ზიანი შეიძლება მიადგეს საქართველოს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით?!
რა ზიანი მიადგება ქვეყანას, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შეიზღუდება, ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელს გიორგი რუხაძეს ვესაუბრეთ.
- იმის მტკიცება, რომ უვიზო მიმოსვლა მშვიდობასთან ან ქვეყნის სტაბილურობასთან, ან კიდევ ოჯახურ ღირებულებებთან არის კავშირში, სისულელეა. თურმე სასწორის ერთ მხარეს არის უვიზო მიმოსვლა, ხოლო მეორე მხარეს გეი-ქორწინება. იმის მტკიცება, თითქოს ერთსქესიანთა ქორწინება რამით დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლასთან, ტყუილია. მოსახლეობის ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ ევროკავშირი მართლა ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას და რომ ევროპა გარყვნილია... იმისთვის, რომ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ, საჭიროა იმ ხალხის დარაზმვა, რომელიც ხვდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. უნდა იყოს აქტიურობა ყველა დონეზე, არა მხოლოდ მედიაში, არამედ მაღაზიაში, ტრანსპორტში, სამეგობროში. ივანიშვილს განზრახული აქვს, საქართველოს საზოგადოებას ათქმევინოს უარი ევროპულ სიკეთეებზე.
ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლა მაშინ რომ შეეჩერებინათ, როცა ამის დრო იყო, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. 2020 წელს "ქართულმა ოცნებამ" ლეგიტიმურობის საზღვარზე გაიარა. მაშინ მოლაპარაკებებში ჩართული იყო ევროკავშირი და ოპოზიციამ დათმო. 2020 წელს მთავრობის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. გასულ წელს, არჩევნებამდე, საზოგადოების დიდი პროტესტისა და მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მაინც მიიღო. ეს იყო ის რუბიკონი, რომელიც გადალახეს და ამის შემდეგ, ჩემი აზრით, საქართველო უკვე აღარ... განაგრძეთ კითხვა: