მილიონერი ბიზნესმენი- ვინ არის თიკა ფაცაციას საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქმარი? | Allnews.Ge

მილიონერი ბიზნესმენი- ვინ არის თიკა ფაცაციას საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქმარი?

თიკა ფაცაცია – წარმატებული მომღერალი და ტელეწამყვანია, რომლის პირადი ცხოვრებაც საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს.

ის 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.

imgonline-com-ua-twotoone-hkez0woaullly-1752648040.jpg

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა, რომელთანაც თიკამ იქორწინა 17 წლის ასაკში. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში მყარად შენარჩუნდა.

დავით ანთელიძე იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეებში და მუდამ ცდილობს კამერებისგან თავი შორს დაიჭიროს. პირად ცხოვრებაზე არც თიკას უყვარს საუბარი.

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა — იმ დროს, როდესაც თიკა ჯერ კიდევ მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა. ფაცაცია ტელევიზიით იხილა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაცნობოდა.

თიკასა და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ: უფროსი 13 წლისაა, უმცროსი კი – ხუთის. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, მისი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების მთავარი მოტივატორი სწორედ მისი მეუღლეა.

1705863156-untitled-design-22-1a449-1752648060.png

"თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი... კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი, ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე და ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, - თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში