“მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული რომ მომცა, ვარდები ვიყიდე...“ - სამოთხე ველისციხეში: როგორ გააშენა მედავითნემ და მგალობელმა ბაღი, სადაც 800-მდე ჯიშის ვარდი ხარობს
„როდესაც მესამე შვილი შეგვეძინა, მეუღლემ გარკვეული თანხა მომცა, უნდოდა რაიმე სამკაული შემეძინა. არადა, ჩემი სამკაულები საერთოდ ბავშვობიდანვე მცენარეები იყო. 12 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგი იყო, დამაკალმებინა ანუ მასწავლა, როგორ გამემრავლებინა ვარდი. მას შემდეგ, როდესაც მინდოდა ეზოში მრავალფეროვნება შემეტანა, ყოველთვის თვითონ ვაკალმებდი დედმამისეულ სახლში,“ - ამობობს ნინო ზღაპარაძე, ქალბატონი, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. მართალია, პიანისტი და ვოკალისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. ცხოვრების დიდი ნაწილი საეკლესიო მსახურებაში გაატარა. არის მედავითნე, რეგენტი და მგალობელი. ამჟამად მებაღეობა-მემცენარეობითაა დაკავებული. მის ეზოში სხვა იშვიათ მცენარეებთან ერთად 790 ჯიშის ვარდი ხარობს, რომელთაც დიდი მონდომებით უვლის, ახარებს და ამრავლებს.

ნინო ზღაპარაძე:
- როდესაც გავთხოვდი, ეზოში მხოლოდ სამი ვარდი დამხვდა. მინდოდა აქაურობაც მრავალფეროვანი ყოფილიყო და როდესაც მეუღლემ, დავით თათარაშვილმა სამკაულის შესაძენად ფული მომცა, ავდექი და ვარდები შევიძინე. სულ 16 ჯიში მომივიდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს იყო საკოლექციო ვარდები, რომლებიც საქართველოში უკვე შემოდიოდა.
- ალბათ თანდათან სწავლობდით ვარდის მოვლის წესებსაც...
- ვარდების შესახებ ყველაფერს ვსწავლობდი, თუ რა სჭირდებოდა. უფრო ღრმად შევისწავლე მოვლა, გაშენება, გამრავლება. ვცდილობდი განმევითარებინა ეს საქმე, მათ შორის - ბიზნესიც. ამ საქმეს სერიოზულად რომ მოვეკიდე, მეუღლემ თანხა შემომაშველა და 6 წლის წინ ვარდის 77 ჯიში ერთად შევიძინეთ. მას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო 790 ჯიში მაქვს. იხილეთ სრულად