მდიდრული სახლი ცნობილ სამეზობლოში - სად და როგორ ცხოვრობს ილია თოფურია ესპანეთში? | Allnews.Ge

მდიდრული სახლი ცნობილ სამეზობლოში - სად და როგორ ცხოვრობს ილია თოფურია ესპანეთში?

UFC-ის ისტორიაში პირველად, ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის (Pound-for-Pound) სათავეში ქართველი მებრძოლი აღმოჩნდა. ილია თოფურიამ, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, რეიტინგში მესამე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

გადამწყვეტი ბრძოლა 29 ივნისს ლას ვეგასში გაიმართა, სადაც თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ბრაზილიელ მეტოქეს პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ამ გამარჯვებით იგი UFC-ის მეორე წონის კატეგორიის ჩემპიონიც გახდა.

fb-img-1730952822647-1-1029x570-1751442083.jpg

ილია თოფურია, რომელიც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონია, ამჟამად მადრიდში ცხოვრობს.

foto-horizontal-play-56-1024x576-1751442102.webp

ilia-o-h-1-1751442124.jpeg

ილია თოფურია ამჟამად სახლს ესპანეთის დედაქალაქში ფლობს. ის წლების წინ ალიკანტეში ცხოვრობდა, თუმცა წარმატებების შემდეგ საცხოვრებელი შეიცვალა.

როგორც მედიაში წერენ, ილიას სახლი გამორჩეული უბანში მდებაროებს, სადაც არაერთი გამოჩენილი ესპანელი ცხოვრობს.

ilia-o-h-2-1751442136.jpeg

ასევე, როგორც ცნობილია, ილიას უსაფრთხოება განსაკუთრებულად აქვს გაძლიერებული, ამის მიზეზი ოჯახის დაცვაა.

tofuria-w-h-1751442149.jpeg