"უცხო ტომებით აივსო საქართველო, ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები"- რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია წლების წინ? | Allnews.Ge

"უცხო ტომებით აივსო საქართველო, ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები"- რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია წლების წინ?

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

მეგობრებო, ბოლო დღეებში ბევრი თქვენგანი გვეკითხება, რას წინასწარმეტყველებს ქალბატონი ლელა კაკულია საქართველოში მომრავლებულ და თითქოს სამუდამოდ აქ დაფუძნებულ უცხოელებზე. შეგახსნებთ მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერს, რომლებიც მანამდე უკვე არაერთხელ გამოქვეყნდა საავტორო გაზეთშიც და წიგნშიც „ახალი სიტყვა“.

2007 წელი, 18 ივლისი

არცერთი უცხოელი, ჩინელი იქნება ეს, არაბი თუ სხვა, გარდა მართლაც ნორმალურისა, არ დარჩება ჩემს საქართველოში, მერწმუნეთ! საქართველო, დიახაც, მხოლოდ ქართველებისაა და მეტი არავისი!

2007 წელი, 24 აგვისტო

უცხო ტომებით აივსო საქართველო, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ყოველივე დროებითია. ისინი ფეხს ვერ მოიკიდებენ, როგორც უნდა ჩანდეს დღეს.ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები, რომლებიც ფულს ათეთრებენ საქართველოში.

2007 წელი, 17 სექტემბერი

მომავალში იმ სტრატეგიულ ქონებას, რაც მთავრობამ გაყიდა, საქართველო უკან იბრუნებს. ვერც არაბებს ვხედავ და ვერც ყაზახებს. ვხედავ ქართველებს, რომლებიც დგანან ამ უცხოელი ინვესტორების უკან – ჩრდილში, და თვითონ ისაკუთრებენ ამ ძლიერ თუ არაძლიერ კომერციულ ქონებას.მომავალში უცხოელები ვერ მოიკიდებენ ფეხს ქართულ მიწაზე. აი ნახავთ!

2007 წელი, 30 სექტემბერი

საქართველო სუფთავდება უცხო ტომთაგან.ვხედავ კანონების ცვლას პარლამენტში. იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც იცავს თითოეული ქართველის ღირსებას, მათ ქონებას, რომლებიც ზღუდავს უცხოელთა თარეშს ქართულ მიწაზე.განსაკუთრებით მიწის კანონში შედის ცვლილებები და იმ უფლებებს, რომლებიც აჰყარეს ქართველებს თავიანთ მიწაზე, უკან უბრუნებს უფალი.

2008 წელი, 18 ივნისი

ვიცი, ჩემი წინასწარმეტყველება გარკვეულ ჯგუფს აღიზიანებს, რადგან, იცით, როგორი საქართველო სურთ? რომელშიც ბევრი ჩინელი იცხოვრებს, ბევრი არაბი, თურქი და ა.შ. ვინაიდან საქართველო ასე უფრო დემოკრატიული გამოჩნდება დასავლეთის თვალში. მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. საქართველოში ყველაფრის პატრონი ქართველი იქნება. უცხოელი ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე. მსოფლიოში განვითარებულ ყველა სფეროს აითვისებენ ქართველები, არავის ჩამოვრჩებით, მაგრამ არა იმის ფასად, რომ საქართველო ურჯულოებზე გაიყიდოს.