"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რას ჰყვება გია ვოლსკი დაღუპულ შვილზე? | Allnews.Ge

"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რას ჰყვება გია ვოლსკი დაღუპულ შვილზე?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე, ისიც მო­ექ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ, იქცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რად, მე­ტიც, მის "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვად“. გია ვოლ­სკი “ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დელ” პე­რი­ოდ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, მის გარ­შე­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკან­და­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი, მა­გა­ლი­თად, 2019 წელს, სო­ფელ ახა­ტან­ში მისი აგა­რა­კი გა­ქურ­დეს. იმ­ჟა­მად ამ­ბობ­და, რომ სახ­ლში სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი ჰქონ­და და აღარ დახ­ვდა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ვოლ­სკის გო­ნი­ო­ში მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ის "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ტვ პირ­ველს" თუ და­ვუ­ჯე­რებთ ეს სახ­ლი მე მე­კუთ­ვნის და გო­ნი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს, ამას ამ­ტკი­ცებს ორი, ვი­ღაც მო­ქა­ლა­ქე. არა­და ყვე­ლამ იცის ამ შე­ნო­ბის და არა "ბა­ი­თის" მე­პატ­რო­ნეც და კომ­პა­ნი­აც. ნო­და­რი­კო­მაც იცის. მე გუ­შინ მი­თხრეს. აქე­დან დას­კვნა - არ და­უ­ჯე­როთ "ტვ პირ­ველს", ცრუ­ობს".

"გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ვარ "კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვო­რონ­ცო­ვე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და მან ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ "გზას“.

სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩვენს სტა­ტი­ა­ში.

"პირ­ვე­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბა­ბუა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­კო­ვი­დან, თუმ­ცა, გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვინ იცის, იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში არე­უ­ლო­ბა, აჯან­ყე­ბე­ბი იყო. ჩა­მო­ვი­და დიდი ბა­ბუა და და­სახ­ლდა გუ­რი­ა­ში. მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ბო­დო­კი­ას ქალი იყო. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­ვდნენ ვოლ­სკე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­რი­ა­ში...

მა­მა­ჩე­მის მამა 1959 წელს დაბ­რუნ­და ვორ­კუ­ტი­დან, სა­დაც 23 წელი გა­ა­ტა­რა (1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს). დედ-მამა გე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მოვ­ლი­ლი მაქვს. მა­მა­ჩე­მის დე­დამ ბოლო 10 წელი ბა­ბუ­ა­ჩემ­თან გა­ა­ტა­რა ციმ­ბირ­ში. ბა­ბუ­ას ძმა, გრი­გოლ ვოლ­სკი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­ავ­ლი­ნა აჭა­რა­ში და ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას, ილია მას­თან ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მშვე­ნი­ერ ლექ­სებს წერ­და. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზია... ბა­ბუა - და­თი­კო ვოლ­სკიც კარ­გი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

დე­და­ჩე­მის მამა - შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "სა­ირ­მის" დი­რექ­ტო­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი. მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ომში და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა...“ - ამ­ბობს გია ვოლ­სკი...

ვოლ­სკი შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას იყო სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში გა­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და იქ და­საქმდა. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში, ხოლო რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნია გახ­და პრე­მი­ე­რი, და­ი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრ გოგა ხა­ინ­დრა­ვას მო­ად­გი­ლედ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში.

მე­უღ­ლე

“ნინო 23-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ჩემი უბ­ნე­ლი იყო, ერ­თმა­ნეთს ერთი ქუჩა გვა­ცი­ლებ­და. ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი პა­ტა­რა გო­გო­ნას, ვი­ო­ლი­ნო­თი ხელ­ში. და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­ვი­გე, სად სწავ­ლობ­და, მერე სკო­ლა­ში ვა­კი­თხავ­დი. მე უკვე უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, ის ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე იყო. აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და. და­ამ­თავ­რა სკო­ლა თუ არა, ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. ნინო ჩემ­თან, სახ­ლში ხში­რად და­დი­ო­და, ბე­ბი­ა­ჩემ­თან მე­გობ­რობ­და და ერ­თად აცხობ­დნენ ნამ­ცხვრებს.

volski1-47948-1750580095.jpg

ერთხე­ლაც, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემ­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და არ იყო იმის დრო, პა­ემ­ნებ­ზე ევლო. ვამ­ჯო­ბი­ნე, ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო და იქ ემე­ცა­დი­ნა. ნინო ბე­ჯი­თი მო­წა­ფე იყო, კარ­გად სწავ­ლობ­და და ჩემ­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბი­თაც ჩა­ა­ბა­რა და და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ახლა შვი­ლიშ­ვილ­ზე უფრო აქვს ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი. არც ისე ხან­ში შე­სუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მან­ტი­კა და­აკ­ლდეს. დღემ­დე ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს, რო­გო­რიც წლე­ბის წინ გვქონ­და.

სამი ვა­ჟის მამა ვარ. უფ­რო­სი - ზუკა 21 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. შუ­ა­თა­ნამ - სან­დრომ ნიუ-იორკში საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა, ჩემი მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ. სან­დრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, და­ო­ჯახ­და და შვი­ლიშ­ვი­ლიც გვა­ჩუ­ქა“, - ამ­ბობს ვოლ­სკი ჟურ­ნალ "გზას­თან".

"ჩემი ცხოვ­რე­ბის სამი ტრა­გე­დია

"გია ვოლ­სკი ე.წ. თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერ­თის, მსა­ხი­ობ გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლია. ეს პირ­ვე­ლი დიდი ტრა­გე­დია იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამას მოჰ­ყვა დუდუ და­დი­ა­ნის და ვა­ჟის ზუ­კას და­კარ­გვა...

gega-kobakhidze-48091-1750579965.jpg

გეგა კო­ბა­ხი­ძე

“შე­ვარ­დნა­ძემ დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა ჩემი ოჯა­ხის მი­მართ. გეგა კო­ბა­ხი­ძე ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და რომ არა შე­ვარ­დნა­ძის თავ­გა­მო­დე­ბა, ის დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. არა­ვის უთ­ქვამს, რომ ამ ბი­ჭებს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ - ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ჩა­ა­ყე­ნეს საფრ­თხე­ში. შე­იძ­ლე­ბო­და მსხვერ­პლი არც ყო­ფი­ლი­ყო, დე­ი­და­ჩე­მი - ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სხვე­ბის მშობ­ლე­ბიც იქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ.. გეგა ჩემ­ზე 3 წლით უმ­ცრო­სი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვეც­ვა­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­მე­გობ­რო წრე... გეგა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან მე­გობ­რობ­და, მერე გა­მოჩ­ნდნენ ძმე­ბი ივე­რი­ე­ლე­ბი, ისი­ნი იდე­უ­რად ერ­თნი იყ­ვნენ და თვითმფრი­ნავ­შიც ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი გე­გას გან­წყო­ბა... გეგა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი, იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, სხვა წრე­ში, სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და....

როცა გე­გას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, ყვე­ლა­ფე­რი თვალ­წინ და­მიდ­გა, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა - მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე პა­ტა­რე­ბი რო­გორ ვუშ­ვებ­დით დი­ა­ფილ­მებს. მე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მუდ­მი­ვად ვმფარ­ვე­ლობ­დი გე­გას, ცელ­ქი იყო ძა­ლი­ან. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია და ყვე­ლა­ფერს, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ერთი სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ. მერე ნა­თე­ლა დე­ი­და რო­ბი­კო და­დი­ან­ზე გა­თხოვ­და და დუ­დუს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუ­შა­ობ­დი იმ დროს, როცა დუდუ მოკ­ლეს... რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვურ­თი­ერ­თობ­დით, რო­გორც ნამ­დვი­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვ­რე­ბის სამი დიდი ტრა­გე­დია... ასე­თია ცხოვ­რე­ბა”. განაგრძეთ კითხვა