რა თანხას გამოიმუშავებს ნინა დრამა წლიურად და როგორ ცხოვრობს ცნობილი ინფლუენსერი? | Allnews.Ge

რა თანხას გამოიმუშავებს ნინა დრამა წლიურად და როგორ ცხოვრობს ცნობილი ინფლუენსერი?

„ახლა ძალიან მენატრება ჩემი ულამაზესი საქართველო! დიდი მადლობა ჩემს ქართველ ძმებსა და დებს სიყვარულისთვის. ყველანი მენატრებით და მოუთმენლად ველი დაბრუნებას! მადლობა მერაბ დვალიშვილს, რომ საოცარი მეგობარი ხარ და შენი კულტურა მაჩვენე! ამ გამოცდილებას არასდროს დავივიწყებ. საქართველო ყოველთვის ჩემს გულში იქნება“,- წერს ნინა დრამა საქართველოში ვიზიტის შემდეგ.

სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ის საქართველოთი და ქართველი ხალხით არის აღფრთოვანებული.

2025-06-12-13-06-52-583069-1750488216.jpg

ვინ არის ნინა დრამა?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რი და კონ­ტენ­ტის შემ­ქმნე­ლია. იგი და­ი­ბა­და 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში.

ნი­ნამ კო­ლე­ჯში ის­წავ­ლა კრე­ა­ტი­უ­ლი წერა. მო­დე­ლო­ბა და­ი­წყო 2011 წელს და 2017 წლის აპ­რილ­ში გახ­და Playboy-ის მო­დე­ლი. ამ­ჟა­მად, ნინა ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნის კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით TikTok-ზე და Instagram-ზე აქ­ტი­უ­რობს, სა­დაც მას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ნი­ნას პარტნი­ო­რია ჟა­ნელ კას­ტი­ლიო, კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფია. წყვი­ლი 2010 წლი­დან ხვდე­ბა. თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არც და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან და არც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.

untitled-43757-1750488240.jpg

რა თანხას გამოიმუშავებს ნინა წლიურად?

ცნობილი უცხოური გამოცემა sportskeeda “ნინა დრამას” ანაზღაურების შესახებ წერს, თუ რამდენს გამოიმუშავებს წლიურად ამერიკელი ინფლუენსერი და ჟურნალისტი.

“ნინა სხვადასხვა რეკლამებით გამოიმუშავებს თანხას, რომელსაც ინსტაგრამიდან და ტიკ-ტოკიდან იღებს. ნინას ასევე აქვს პოპულარული Youtube არხი, საიდანაც ასევე სხვადასხვა სახის რეკლამებით გამოიმუშავებს თანხას. ამას ასევე ემატება UFC-სთან გაფორმებული კონტრაქტი, სადაც ნინა ჟურნალისტად მუშაობს. ნინას ასევე აქვს თავისი ბიკინის ხაზი, რაც დამატებითი შემოსავალია მისთვის. გასულ წელს მისმა შემოსავალმა დაახლოებით 800 000/1 000 000 შეადგინა.” – წერს გვერდი.

rsz-nina-drama-1-1750488253.jpg