"იწყება ომები, დიდი ომები და საქართველო გადარჩება, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება"- რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია წლების წინ მსოფლიო ომზე? | Allnews.Ge

"იწყება ომები, დიდი ომები და საქართველო გადარჩება, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება"- რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია წლების წინ მსოფლიო ომზე?

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

"შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას დღევანდელობაზე.

1999 წელი, 2 მარტი

ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით – ოთხივ კუთხივ თეთრ ჯვარს ვხედავ. ეს ნიშანია ღვთისა საქართველოსთვის.

სიკეთე და სიმშვიდე დაისადგურებს ჩემს საქართველოში. დიდი ომი, ჭირი და უბედურება, ნგრევა და სიკვდილი აცდება მას. ამინ! ამინ! ამინ!

2008 წელი, 8 აპრილი

და აღსრულდება ყოველი დანახული წინასწარმეტყველება! საქართველო დამშვიდდება. ისრაელში კი დიდი ომები იწყება.

2008 წელი, 25 ივლისი

ვხედავ, უფალი და მთელი კოსმიური ენერგიები შენთანაა, ჩემო საქართველოვ! ვხედავ, საქართველო იმარჯვებს! ვხედავ, გადავრჩებით იმ ძნელბედობის ჟამსაც, როცა მსოფლიოს ქვეყნები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან.

იწყება ომები, დიდი ომები და საქართველო გადარჩება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება. საოცარია, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება;

როცა დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა.

მე მიხარია, რასაც ვხედავ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მეცოდება ის ქვეყნები, რომლებიც ომს იწყებენ. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ ადამიანებს, რათა გადარჩნენ! ამინ!

ბოროტება მაინც განიდევნება დედამიწიდან, ადამიანები გადარჩებიან, ღმერთი არ გაწირავს მათ!

ჩემი საქართველო კი, ასჯერ დანახულს ვიმეორებ: მომავალში ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა.