"გაიგეთ, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია! ისრაელში ნიადაგი მწიფდება ამისთვის" - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია ისრაელ-ირანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით?
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველას ავრცელებს:
ლელა კაკულია: დასჯილია ის, ვინც ქართველ ხალხს ეომება — დასჯილია ის ერი!
ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, გუშინ, 12 ივნისსაა გადაღებული ურეკში (ალბათ მიხვდით, რომ დავითს თვის დასახელება შეეშალა ).
ქალბატონმა ლელამ უეცრად თავად მოინდომა რამდენიმე სიტყვის თქმა, ვინაიდან მძიმე სურათებს ხედავდა და თავისი ხალხის გამხნევება აუცილებლად მიიჩნია.
და როგორც წესი, არ შემცდარა: ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე საათის წინ პრევენციული, ზუსტი და მრავალმხრივი შეტევა წამოიწყო ირანზე მისი ბირთვული არსენალის პარალიზების მიზნით.
როგორც ცახალში განაცხადეს, საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა უკვე დაასრულეს ოპერაციის პირველი ეტაპი, რომელიც ირანის სხვადასხვა რეგიონში ათობით სამხედრო ობიექტზე, მათ შორის, ბირთვულ ობიექტებზე განახორციელეს.პრემიერ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატანზსაც დაარტყეს, ანუ ადგილს, სადაც ირანს ურანის გასამდიდრებელი ობიექტი აქვს განთავსებული. დაარტყეს წამყვან ირანელ მეცნიერებსაც, რომლებიც ბომბების შექმნაზე მუშაობენ.
ირანული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმები ისმის ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ისპაჰანში, ქერმანშაჰსა და არაკში. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ირანის ბალისტიკური რაკეტების საწყობებიც გაანადგურა.
აქვე ლელა კაკულიას მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერს შეგახსენებთ ისრაელი-ირანის ურთიერთობებზე — უმცირეს ნაწილს, რომელიც მანამდე სრულადაა გამოქვეყნებული როგორც საავტორო გაზეთებში, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ (სხვადასხვა წლების გამოცემები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე), ასევე ატვირთულია ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.
1992 წელი, 22 მარტი
ისრაელში ომი გრძელდება. მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს. ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ხდება განხეთქილება, მაგრამ ღმერთი არ წირავს ისრაელის შვილებს.
1995 წელი, 15 ნოემბერი
დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. ისრაელშიც ნიადაგი მწიფდება ამისთვის.
2007 წელი, 18 სექტემბერი
ისრაელის სათავეში, ვხედავ, მოდის ისევ „გენერალი“, ანუ სამხედრო. მას უკან დახევა არ უყვარს — ომი უფრო მოსწონს. პირველი, რასაც გააკეთებს, ყველას დაუპირისპირდება. ის პოლიტიკურ ენას იარაღით ლაპარაკს ამჯობინებს. მოკლედ, ვაი არაბებს, ვაი მუსლიმებს! გაილაშქრებს ირანის წინააღმდეგ და განაცხადებს, რომ იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. და წარმოიდგინეთ, ვხედავ, მთელ ისრაელს აიყოლიებს.
2011 წელი, 20 აპრილი
მუსლიმები ერთიანდებიან და ძალიან დიდ ყურადღებას მიიქცევენ. ეს ხუმრობა არაა. განსაკუთრებით ისრაელია რთულ მდგომარეობაში. თუმცა ვხედავ, რომ ისრაელი უკან არ დაიხევს. დიდი სიფრთხილე მართებთ მუსლიმებს, ვინაიდან ვხედავ, ისრაელი ბირთვული ბომბის სროლასაც არ მოერიდება.
დიახ, ეს მკაფიოდ ჩანდა ადრეც და ჩანს დღესაც. ფრთხილად! ისრაელი მუსლიმებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს, არავის და არაფერს არ მოერიდება, ყველა იარაღს გამოიყენებს, არ ახსოვს არც ომის კანონები და არც დემოკრატიული გადაწყვეტილებები. პალესტინას სასტიკად გაუსწორდებიან, მიწის პირისგან აღგვიან, არავის ინდობენ, ვინაიდან არც ებრაელებს ინდობს ვინმე.
დღეს ისრაელი ყველაფრისთვის მზადაა — თავის დასაცავადაც და ისრაელის სახელმწიფოს გადასარჩენადაც.
2012 წელი, 7 იანვარი
ვხედავ, ირანის გამომწვევი პოლიტიკა მთელ მსოფლიოს გააღიზიანებს. ამერიკა-ევროპას ერთი აზრი აქვთ: დაარტყან ირანს. მაგრამ ამერიკელი დემოკრატები ამ ნაბიჯს ვერ დგამენ — არ უნდათ ომის დაწყება, დროს წელავენ. ირანის მთავრობა კი ულტიმატუმებს უყენებს ამერიკას და რასაც ადრე ვერ ბედავდნენ, ახლა ყველაფერს ერთიანად აფრქვევენ და გულს იფხანენ.
ვხედავ, როცა „რესპუბლიკელი“ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, აი მაშინ იწყება დიდი ომები. აქ დიდ როლს ისრაელი ითამაშებს, ვინაიდან თავდაცვით ომს ისრაელი დაიწყებს. მერე კი ჩაერთვება ამერიკაც და ქვას ქვაზე არ დატოვებენ.
2013 წელი, 15 თებერვალი
ისრაელი იბრძვის. ისრაელი დაუპირისპირდება ირანს და ეს გარდაუვალია! ებრაელები არავის არაფერს შეარჩენენ, რა თქმა უნდა, არც პალესტინას დაუთმობენ არაფერს. ებრაელები მომავალში ყველანაირ შეტევას გაუძლებენ, ყველანაირ ომს მოიგებენ საბოლოო ჯამში.
2013 წელი, 24 მარტი
ახლო აღმოსავლეთში ომები არ მთავრდება. ვხედავ, ისრაელი მზადაა ირანზე თავდასასხმელად. მათი შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტთან, ევროკავშირთან — ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ ისრაელი ირანს მაინც დაარტყამს. გაიგეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.