იცით, რატომ არ ეხება ფოტოს გადაღებისას კიანუ რივზი ქალებს არასოდეს? - პასუხი ბევრ თქვენგანს გააკვირვებს
კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და თავმდაბალი მსახიობია. მის პიროვნებაზე არაერთი ლეგენდა და ისტორია დადის — როგორ დადის მეტროთი, როგორ ჩუქნის დასაქმებულებს ძვირადღირებულ საჩუქრებს და როგორ ეხმარება უცნობებს ყოველდღიურ სიტუაციებში. თუმცა ერთმა საინტერესო დეტალმა განსაკუთრებით მიიქცია საზოგადოების ყურადღება: ფოტოების გადაღებისას კიანუ რივზი არასოდეს ეხება ქალებს.
ეს თითქოს უმნიშვნელო ჟესტია, მაგრამ ბევრისთვის გამორჩეულად ღირსშესანიშნავი და მისაბაძი გახდა.
ინტერნეტში ხშირად ვხვდებით კადრებს, სადაც კიანუ ფოტოს იღებს ფანებთან. ასეთ სურათებზე კარგად ჩანს, რომ მისი ხელი ოდნავ ჰაერშია და სხეულს არ ეხება. ეს ჟესტი ინგლისურად hover hand-ად იწოდება — ანუ ხელი, რომელიც ოდნავ ჰაერში "კიდია".
მიუხედავად იმისა, რომ თავად კიანუს ამაზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრია, ცნობილია, რომ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვისი პირადი სივრცის პატივისცემისთვის. მსახიობი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი საქციელით კომფორტული გარემო შექმნას ყველა ადამიანისთვის და არ დააყენოს ისინი უხერხულ მდგომარეობაში.
არსებობს ამ საქციელის მეორე ვერსიაც. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მსახიობი სექსისტებისა და ფემინისტების მხრიდან შესაძლო თავდასხმებს თავს ამ გზით არიდებს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფანები ცნობილ ადამიანებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს და ამ ნაბიჯით ცნობილი მსახიობი "თავს იზღვევს".
დღევანდელ ეპოქაში, როდესაც სხეულის პირადი სივრცის, თანხმობისა და წესიერების საკითხები მეტად მნიშვნელოვანი თემებია, კიანუს ასეთი სიფრთხილე კიდევ უფრო მეტად მოსაწონი გახდა ფანებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის.