"ისინი ფულს გამუდმებით აკაკის სთხოვდნენ, ამის გამო მწერალი ვალებში ჩავარდა..." - ვინ იყო აკაკი წერეთლის ცოლი, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი? | Allnews.Ge

"ისინი ფულს გამუდმებით აკაკის სთხოვდნენ, ამის გამო მწერალი ვალებში ჩავარდა..." - ვინ იყო აკაკი წერეთლის ცოლი, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი?

აკაკი წერეთელმა თავისი მომავალი მეუღლე — რუსი მაგნატის პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი ნატალია ბაზილევსკაია 1864 წელს, ელიზბარ ერისთავის ოჯახში გაიცნო. ქალმა პირველი ნაბიჯის გადადგმა არ ითაკილა, კაცს თავის გრძნობები გაანდო.

აკაკიმ მეორე დღესვე სთხოვა ცოლობა და პეტერბურგში დაიწერეს ჯვარი. აკაკი მაშინ 25 წლის იყო, ნატალია კი 18-ის.

139959226-209779387516835-9009256394455255878-n-1749110095.jpg

აკაკი წერეთელი (1840-1915) და ახლადშერთული მეუღლე-ნატალია ბაზილევსკაია (1847-1933) . 1864 წელი, პეტერბურგი.

იმავე წელს მათ ვაჟი - ალექსი შეეძინათ. 1867 წელს შეეძინათ გოგონა - ეკატერინე (კატიუშა), გარდაიცვალა 1870 წელს. ნატალიას, რომელიც პეტერბურგის მაღალ საზოგადოებას და ფუფუნებას იყო მიჩვეული, გაუჭირდა სოფლად — სხვიტორში ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ბიძამ მიითვისა, ის შვილთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად.

როგორც ცნობილია, არც აკაკი აძალებდა ცოლს სხვიტორში ვიზიტს, თუმცა ძალიან უნდოდა მათ საქართველოში ეცხოვრათ. დედა-შვილი ხშირად მოგზაურობდა ევროპაში, რის ფულსაც გამუდმებით აკაკის სთხოვდნენ, ამის გამოც მწერალი ვალებში ჩავარდა.

აკაკი პარიზში მოგზაურობისას და შემდეგ, როცა სამკურნალოდ იყო საფრანგეთში წასული, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა რამდენიმე თვე. ეს იყო მისთვის ბედნიერი პერიოდი. მიუხედავად მეუღლის მძიმე ხასიათისა და ცოლ-ქმრის რთული და იშვიათი ურთიერთობისა, აკაკიმ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა პატივისცემა მეუღლისადმი.

139806687-209780204183420-2921901660851154360-n-1749110181.jpg

აკაკი წერეთლის უკანასკნელი ფოტო ცოლ-შვილთან ერთად. აკაკი წერეთელი (1840-1915), ალექსი წერეთელი (1867-1942) და ნატალია ბაზილევსკაია (1847-1933).