იცით, რაზე მიუთითებს ხელების ხშირად დაბუჟება? | Allnews.Ge

იცით, რაზე მიუთითებს ხელების ხშირად დაბუჟება?

ხელების დაბუჟება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ასაკში აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს დროებითი და უვნებელია, ზოგჯერ შეიძლება იყოს უფრო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის მაუწყებელი.

ის ძირითადად, ღამით ვლინდება. მისი ნიშნებია ყრუ ტკივილი და ჩხვლეტა. არც თუ ისე იშვიათად, ადამიანი ღამე იღვიძებს და ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება ხელს უშლის ძილის გაგრძელებაში. თითების ამოძრავებისას ჩხვლეტები თავიდან ძლიერდება, მტკივნეული შეგრძნებები იზრდება, შემდეგ თანდათან გადის და შესაძლოა, ძილის გაგრძელებაც.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 45% განიცდის მტკივნეულ ღამეულ პარესთეზიებს. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძილის დროს ხელების დაბუჟების მიზეზი – ეს კიდურებში არასწორი სისხლის მიმოქცევაა.

რატომ ბუჟდება ხელები ძილის დროს?

რა თქმა უნდა, თუ ძილის დროს ხელი ერთხელ დაბუჟდა სხეული უხერხული მდებარეობის გამო, ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

მაგრამ თუ ხელები ყოველ ღამე ბუჟდება და მუდმივად გიშლით ძილს, უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს. მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ჩივილებს:

1. თუ ბუჟდება ხელები ძილის დროს და ძილის შემდეგ;

2. თუ ორივე ხელი ბუჟდება ერთდროულად;

3. თუ ღამით ბუჟდება მხოლოდ მარცხენა ან მხოლოდ მარჯვენა ხელი;

4. პარესთეზიის შეტევებთან ერთად უარესდება მხედველობა.

არასასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი თავისი ლოკაციის მიხედვით. ძალიან იშვიათად, შეიძლება შეგვხვდეს მთლიანი ხელის დაბუჟება. უფრო ხშირად ბუჟდება მისი რომელიმე ნაწილი, რაც მთლიანად დამოკიდებულია დაავადების მიზეზებზე.

მაჯის არხის სინდრომი – წარმოიქმნება იმ ნერვების გაჭყლეტვის შედეგად, რომლებიც მიემართება მტევნისკენ, მაჯის ძვლებით წარმოქმნილ წვრილ არხში. მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივი, ერთი სახის დატვირთვა მტევანზე (მუშაობა კომპიუტერთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა). ამასთან აღინიშნება მთლიანი მტევნის დაბუჟება ან მისი ნაწილისა მაჯის ქვემოთ. ზოგჯერ აღინიშნება ხელის თითების დაბუჟება. ხელის მაღლა მდგომი ნაწილები პათოლოგიურ პროცესში არაა ჩართული.

1-43-1748934152.jpg

კისრის ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, თიაქარი, ან ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოს, მალთაშუა დისკების პროტრუზია, განსაკუთრებით, როცა პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია კისრის ქვედა სეგმენტებში. ზურგის ტვინის სწორედ ამ ნაწილიდან გამოდის ხელისკენ მიმავალი ნერვები. ამასთან ხელების დაბუჟება შეიძლება ლოკალიზდეს ხელის შიდა ზედაპირის გასწვრივ, მხრიდან მეოთხე ან მეხუთე თითის დაბოლოებამდე, მხრის და წინა მხრის უკანა მხარეს, მეორე და მესამე თითის უკანა ზედაპირზე, ხელის გვერდითა ნაწილის გასწვრივ – დიდ და საჩვენებელ თითამდე.

მტევნის წვრილი სახსრების პოლიართრიტი – ხასიათდება გამოვლინებათა არსებობით მხოლოდ თითებში.

შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები – ამ დროს დაბუჟებას აქვს აღმავალი ხასიათი – იწყება მოშორებული ნაწილებიდან და ადის ხელის ზევით. ზიანდება ჩვეულებრივ ორივე ხელი.

გულის დაავადება – მარცხენა ხელის დაბუჟება შეიძლება იყოს გულის სერიოზული პრობლემების ნიშანი, როგორიცაა: სტენოკარდია და ინფარქტი. თუ მარცხენა ხელი დაბუჟდა უცებ, განსაკუთრებით ღამით და არ მორჩა 1 საათის მანძილზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

თუ ხელების დაბუჟება:

  • ხდება რეგულარულად, მიზეზის გარეშე
  • გრძელდება რამდენიმე წუთზე მეტი
  • თან ახლავს ტკივილი გულ-მკერდში
  • ჩნდება ერთდროულად სახის დაბუჟებასთან, მეტყველების დარღვევასთან ან სხეულის ერთი მხარის სისუსტესთან

წყაროები:

National Institute of Neurological Disorders and Stroke (NINDS):

Peripheral Neuropathy Fact SheetAmerican Academy of Orthopaedic Surgeons (AAOS): Cervical Radiculopathy (Pinched Nerve)