გეგმავს თუ არა ბარბარა სამხარაძე „ევროვიზია 2026-ში“ მონაწილეობას? - მომღერალი გამომწერების კითხვებს პასუხობს
მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა.
ამ ამბის შემდეგ ბარბარა ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა, თუმცა მის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.
- ძალიან კარგად ვარ, მაქვს მუსიკალური სტუდია, სადაც ბავშვებს ვამეცადინებ და შეიძლება ითქვას, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩემი ცხოვრების ოქროს ხანისკენ მივიწევ. მუდმივად უკეთესის მოლოდინში ვარ. ვცდილობ, რომ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, უფრო მეტი და კარგი შევქმნა. ვაშენებ ჩემს მომავალს და წინ მივიწევ."- აცხადებს ის.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი "ევროვიზიის" კონკურსზე ბარბარას გაშვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მომღერალი გამომწერების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ბარბარა მომავალ წელს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას.
ცნობისთვის, 16 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2025 წლის მეორე ნახევარფინალი გაიმართა. პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, სადაც გრანდიოზულ ფინალში საკუთარი ქვეყნების წარმოდგენის უფლებისთვის 15 ქვეყანა იბრძოდა - მეორეში ერთით მეტი, 16 მონაწილე იყო.
საქართველო და მისი წარმომადგენელი მარიამ შენგელია სიმღერით Freedom, გულშემატკივრების წინაშე მეათე ნომრად წარსდგა. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, საქართველომ თავისი მონაწილეობა “ევროვიზიაზე“ მეორე ნახევარფინალში დაასრულა და ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.