"საფეხბურთო მონაცემები მეც მქონდა"- ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს?
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა.
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. ხვიჩას მამა აზერბაიჯანში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში 3 შეხვედრაც ჩაატარა.
ხვიჩას უმცროსი ძმა, თორნიკე ჰყავს. მან ფეხბურთის თამაში 2016 წელს ავაზას საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც მისი ნიჭიერება უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალევე "დინამო თბილისის" აკადემიაში გადაიყვანეს.
დღეს კი ხვიჩას მეორე ძმაზე მოგიყვებით, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ის იშვიათად ჩნდება ჟურნალისტებთან და არც სოციალურ ქსელშია საჯაროდ აქტიური.
ცოტა ხნის წინ, ნიკა Youtube ლიგაზე გამოჩნდა, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის სიყვარული და უნარები ძმებ კვარაცხელიებს გენეტიკურად გადაეცათ.
„საფეხბურთო მონაცემები მეც მქონდა, მაგრამ ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებული არ ვიყავი, როგორც, მაგალითად, ხვიჩა. რა მონაცემებიც მქონდა, იმის ხარჯზე, სადამდეც მოვახერხე, „გავქაჩე“, მერე თავი დავანებე. Youtube ლიგას რაც შეეხება, კარგად ვითამაშე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ცუდს ვერავინ იტყვის. 5 თამაში ვითამაშე და ჩემი სტატისტიკა მაქვს: 5 თამაშში, პატარა მოედანზე, ჩემი გუნდის კარში 2 ჯარიმა და 2 პენალტი გაიტანეს. ერთი ჩვენს კარში გავიტანეთ და ასე გამოვვარდით (იცინის). გათამაშებიდან გოლი არ გაუტანიათ.
სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, ერთი რამ გავიგეთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი მცველი ნიკა კვარაცხელია ნამდვილად არისო“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.
წამყვანის კითხვაზე, ფეხბურთში რა ასაკამდე უგებდა ძმას, მისი პასუხი ასეთია: „ძირითადად, ერთად ვთამაშობდით. ჩემთან უნდოდა ხოლმე თამაში. „ფიფაში“ ვერ ვუგებ, რასაც მოედანზე აკეთებს, იმაზე მაგარია „ფიფაში“, საოცრად თამაშობს. სხვათა შორის, ახლა ჩამოსული რომ იყო, პადელი ვითამაშეთ, მომიგო...“ - ამბობს ნიკა კვარაცხელია გადაცემაში.