როდის ჩამოდის GIMS საქართველოში და რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთი? | Allnews.Ge

როდის ჩამოდის GIMS საქართველოში და რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთი?

განდაგანა ფრანგულად - ფრანგი რეპერის სამოგზაურო არეალი სულ მალე კიდევ უფრო გაფართოვდება და მის მიერ ნანახი ქვეყნების რაოდენობას დაემატება საქართველო.

GIMS-ის ახალი სიმღერა NINAO 2 თვის წინ გავრცელდა და ამ დროში 66 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

GIMS-ი საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით მიუდგა - ჯერ ქართული ფოლკლორის ისტორიით დაინტერესდა, შემდეგ მოძრაობებიც ქართველი ქორეოგრაფისგან ისწავლა. GIMS-თან ერთად, კლიპში მონაწილეობენ ქართული კულტურის სახლის, "ლაზის" მოცეკვავეები, რომლებიც წარმოშობით კონგოელი რეპერის მსგავსად საფრანგეთში ემიგრანტები არიან.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ GIMS საქართველოში 15 ივნისს ჩამოვა. ინფორმაციას TKT.ge ავრცელებს:

GIMS IN TBILISI BY PETRA GROUP

პირველად საქართველოში!

Petra Group წარმოგიდგენთ :

☄️მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი GIMS პირველად თბილისის სცენაზე!

შოუ გაიმართება ყველასთვის საყვარელ და გამორჩეულ ლოკაციაზე — კუს ტბაზე — სადაც საერთაშორისო არტისტი პირველად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

Petra Group-ის პარტნიორი საორგანიზაციო საკითხებში გახდა ივენთ-კომპანია MOLECULE EVENTS.

“NINAO” - ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნამუშევრად იქცა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და რომელმაც აჭარა მთელ მსოფლიოს გააცნო.

975bc846-e79e-4a5d-960a-6b93fe3ec8f9-1746515136.webp

🎶ჰიტები, რომლებიც არავის ტოვებს გულგრილს:

“Est-ce que tu m’aimes?”, “Sapés comme jamais”, “Bella Ciao”, “J’me tire”, “NINAO”

🎶კოლაბორაციები მსოფლიო ვარსკვლავებთან: Sting, Maluma, Sia, Dadju, Vitaa, Slimane.

🎫Early Bird – მხოლოდ 100₾!

კარის გახსნა: 20:00

ლოკაცია: კუსტბა, თბილისი

🔥ერთად შევქმნათ ისტორია — GIMS LIVE IN TBILISI BY PETRA GROUP

არ გამოტოვო შანსი!