„მინდოდა მეჩვენებინა ჩემი სუფთა და უსასრულო სიყვარული საქართველოს და ქართველების მიმართ“- გაიცანით ახალგაზრდა სომხეთიდან, რომელიც საქართველოზე უზომოდ არის შეყვარებული
ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი მარტინ გიუმიანი სომხეთიდანაა. ის ბავშვობიდან დაინტერესებულია ქართული კულტურითა და ენით. სოციალურ ქსელებში ის ხშიად ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ქართულად საუბრობს. მის ვიდეოები განსაკუთრებით პოპულარული გასულ თვეში სომხეთ-საქართველოს მარტჩის დროს გახდა, რა დროსაც ის ერევანსი ჩასულ ქომაგებს ქართულად ესაუბრა...
- მარტინ გამარჯობა, შენს ვიდეოებს, სადაც ქართულად საუბრობ, შემთხვევით სოციალურ ქსელში გადავაწყდი. პირველ რიგში შენზე რომ გვიამბო.
გამარჯობა, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ გავაცნოთ თავი ქართულ საზოგადოებას. მე დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ერევანში. 24 წლის ვარ და პროფესიით ფინანსისტი ვარ, დავამთავრე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან დაინტერესებული და შეყვარებული ვარ ქართულ კულტურით უკვე ბევრი წლები.
- როდის დაინტერესდი პირველად საქართველოთი, რა გახდა შენი ასეთი ინტერესის მთავარი მიზეზი?
2002 წლიდან როცა ჯერ ძალიან პატარა ვიყავი ( 2 წლის ) ყოველ წელს ოჯახით ჩამოვდივართ საქართველოში დასასვენებლად, ანუ 22 წელი უკვე, და ამ წლების განმავლობაში საქართველო ძალიან ახლო ქვეყანა გახდა ჩემთვის. ბევრი მოგონებები მაქვს საქართველოზე, ბევრი ადგილებში ვიყავი- საირმეში, თბილისში, ახალციხეში, ბორჯომში, ქუთაისში, ზღვის პირა ქალაქებში - ურეკი, ქობულეთი, ჩაქვი, ბათუმი, სარფი და ა. შ. . ყოველთვის როცა ვუსმენდი როგორ ქართველები საუბრობდნენ მაინტერესებდა ქართული ენა და ასოები, მაინტერესებდა საერთოდ რაზე საუბრობდნენ. და უკვე ამ ცნობისმოყვარეობის გამო დავიწყე ქართულის სწავლა.
-სად და როგორ ისწავლე ქართული ასე კარგად?
როცა ჯერ დავიწყე ქართულის სწავლა დავიწყე ასოებით, ანბანით მარტო ვსწავლობდი. მერე ძალიან შემთხვევითი ვიცოდი, რომ ჩემს დას ჰყავდა ერთი კურსელი ვინც ახალციხიდანაა და მან იცოდა ქართულს , რაღაც 2 თვე ზაფხულში დავდიოდი მასთან , მერე ისევ უკვე 5 წელი და მეტი ვსწავლობდი და ვსწავლობ მარტო ინტერნეტით . ბევრ სერიალებს, ფილმებს ვუყურებდი ქართულად, ქართულ რადიოს ვუსმენდი აქ ერევანში დიდი ენთუზიაზმიით და რა თქმა უნდა წიგნებს ვკითხულობდი. ძალიან დამეხმარა ქართველებთან საუბარი როცა მოვდიოდი საქართველოში დასვენების დროს.
-შენი ვიდეოები სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია. რგორია ქართველების გამოხმაურება?
როცა პირველად დავიწყე ჩემი კონტენტი ძალიან მინდოდა გაჩვენოთ ჩემი სუფთა და უსასრულო სიყვარული საქართველოს და ქართველების მიმართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გარკვეულწილად გამოვიდა. ქართველებისგან დიდი ნაწილისგან ყოველთვის მარტო დადებითი კომენტარები ვიღებ. ჩემთვისაც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ასეთ სიყვარული და პატივისცემა ჩემს და ჩემს ქვეყნის მიმართ.
-რომელია შენი საყვარელი ქართული საჭმელი, სიმღერა, მხატვარი…
მხოლოდ ერთი არ არის, იმიტომ რომ რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან ძალიან მიყვარს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მოგონებები მაქვს ბევრ რამესთან, მაგრამ რამდენიმეს მოვნიშნავ - სიმღერებიდან ძირითადად ყველა ტიპის მუსიკები ვუსმენ , მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა „ ჩამჭიდე ხელი „ , „ რა ყოფილა სიჭაბუკე „ და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები და ფოლკლორი სიმღერები. კერძები - ჩაქაფული, ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ნიგვზიანი კერძები, რომლებიც უმეტესობაა ქართულ სამზარეულოში. ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძები სომხურ და ქართულ სამზარეულოებშია. მხატვრებში ნიკო ფიროსმანის ნამუშვრები მიყვარს.
-რას ეტყოდი შენს თანატოლ ქართველ ახალგაზრდებს, რა უნდა გაკეთდეს მეზობელ ხალხებს შორის დაახლოების მიზნით?
პირველ რიგში ჩვენ უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, უფრო ხშირად ვესტუმროთ ერთმანეთის ქვეყნებს. მართალია მეზობლები ვართ საუკუნეებიდან, მაგრამ უნდა გვაჩვენოთ და მივცეთ ერთმანეთს უფრო დიდი სიყვარული, იმიტომ რომ უძველესი კულტურით ორი ქრისტიანი ახლობელი, ძმური ერი ვართ ამ რეგიონში და რა თქმა უნდა ბევრი რამე გვაკავშირებს ერთმანეთს, რომელიც ყველაზე მთავარია.
ავტორი: ბექა ბერიაშვილი