როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია და არც არაფერი დაულევია? | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია და არც არაფერი დაულევია?

სუდანში, პატარა სოფელში სახელად მულუვორკ, უკვე 16 წელია მცხოვრები ქალი ადამიანებს აოცებს თავისი უჩვეულო ცხოვრების წესით. ადგილობრივები მას „მშვიდ სულად“ მოიხსენიებენ, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით უჩვეულოა: ქალი ამტკიცებს, რომ 2009 წლის შემდეგ არაფერი უჭამია და არც რაიმე სითხე დაულევია.

მისი სახელი ნაკლებად არის ცნობილი საერთაშორისო მედიაში, თუმცა ადგილობრივ საზოგადოებაში ლეგენდარული ფიგურაა. ამბობენ, რომ იგი მუდმივად მედიტაციის მდგომარეობაში იმყოფება, იშვიათად ლაპარაკობს და დიდ დროს ბუნებაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული გამხდარია, ამბობს, რომ თავი სრულად ჯანმრთელად გრძნობს და ენერგიაც არ აკლია.

resize-1745222681.webp

ექიმები და მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ ამ ამბავს. მრავალგზის სცადეს მასზე დაკვირვება, თუმცა ქალი უარს ამბობს ყოველგვარ სამედიცინო ჩარევაზე. მიუხედავად ამისა, მეზობლები და ნაცნობები ირწმუნებიან, რომ ის არასდროს უნახავთ ჭამის ან დალევის დროს.

ადგილობრივ ფოლკლორში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქალი შესაძლოა წმინდა ძალების მატარებელია, ანდა განსაკუთრებული კავშირი აქვს სულიერ სამყაროსთან. მულუვორკი კონსულტაციას სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის ექიმებთან გადიოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას სხეულში საკვები და წყალი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა... გამოკვლევებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალს რაიმე პათოლოგია არ აწუხებს. ასევე, ის ფსიქიკურადაც ჯანმრთელია.

640x360-1745222750.jpeg

მულუვორკ ამბავი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება 10 წლის ასაკში მიიღო. სკოლისთვის რომ ემზადებოდა, მიხვდა, რომ საუზმის მიღება არ სურდა და საერთოდაც, გაუქრა წყურვილის და შიმშილის შეგრძნება. უკანასკნელი, რაც უჭამია, ოსპის კონსერვი იყო... მისი თქმით, მშობლებს ატყუებდა, რომ საკვები მიიღო. სინამდვილეში, არაფერს ჭამდა. შემდეგ კი კვება და წყლის დალევა მთლიანად შეწყვიტა. მულუვორკი აღნიშნავს - ის, რომ მას წყლისა და საკვების გარეშე ცხოვრება შეუძლია, ღმერთის საჩუქარია. ადგილობრივ ეკლესიაში დადის და ირწმუნება, რომ ღმერთმა მოინდომა ასე და ამიტომ არის ის ასეთი.