იცოდით, რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა?

კვერ­ცხი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი კი არის სიმ­ბო­ლო უფ­ლის აღ­დგო­მი­სა, ასე­ვე მიც­ვა­ლე­ბულ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­ნი აღ­დგო­მა-გა­ნახ­ლე­ბი­სა: რო­გორც კვერ­ცხის უსი­ცო­ცხლო ნა­ჭუ­ჭი­დან იბა­დე­ბა სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით და­მა­ლუ­ლი იყო, ასე­ვე საფ­ლავ­ში მყო­ფი ქრის­ტეც აღ­სდგა სიკ­ვდი­ლი­სა და ხრწნი­ლე­ბის სა­უფ­ლო­დან.

agdgoma-1745044465.jpg

ამი­ტო­მაც ით­ვლე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი უფ­ლის აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლოდ.

მორწმუნეები წითელ პარასკევს შეღებილ კვერცხს, აღდგომამდე არ ტეხენ. ამას ძალიან მარტივი და პრაქტიკული ახსნა აქვს.

იქიდან გამომდინარე რომ წითელ პარასკევს მარხვაა და კვერცხი არასამარხვო პროდუქტია, მართლმადიდებელი მრევლი არ მიირთმევს.

სააღდგომო მარხვა კვირას ხსნილდება და დღესასწაულზე წითელი კვერცხის დაგემოვნება ყველას შეუძლია.