როგორია ბუდუ ზივზივაძის ყოველკვირეული ანაზღაურება გერმანულ ჰაიდენჰაიმში? - Capology-ის მონაცემები | Allnews.Ge

როგორია ბუდუ ზივზივაძის ყოველკვირეული ანაზღაურება გერმანულ ჰაიდენჰაიმში? - Capology-ის მონაცემები

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ “კარლსრუე” ზამთარში დატოვა და კარიერა ბუნდესლიგის გუნდში “ჰაიდენჰაიმში” გააგრძელა.

ცნობილი უცხოური გამოცემა Capology.com “ჰაიდენჰაიმის” ფეხბურთელების ხელფასებს აქვეყნებს და ქართველი შემტევი გუნდში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

გამოცემის ცნობით, ბუდუს ყოველკვირეული ანაზღაურება დაახლოებით 21 000 ევროა, წლიურად კი გერმანული კლუბი მას 1 140 000 ევროს უხდის.

ბუდუს “ჰაიდენჰაიმთან” კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ფეხბურთელების საყვარელი საკვები: ვინ რომელ კერძს ანიჭებს უპირატესობას?

"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან