"მათი სიგრძე ზოგჯერ კილომეტრები იყო, იქ ქორწილები და ნათლობებიც კი იმართებოდა" - რას წარმოადგენდა საიდუმლო მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობები მესხეთში? | Allnews.Ge

"მათი სიგრძე ზოგჯერ კილომეტრები იყო, იქ ქორწილები და ნათლობებიც კი იმართებოდა" - რას წარმოადგენდა საიდუმლო მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობები მესხეთში?

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს ხში­რად ის­მის თუ რო­გორ აფა­რებს თავს მო­სახ­ლე­ო­ბა მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რებს... სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა არ იცის ამ მიზ­ნით შექ­მნი­ლი და­რა­ნე­ბის შე­სა­ხებ. დღეს ვი­სა­უბ­როთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა­ზე, რო­მელ­საც მეს­ხუ­რი და­რა­ნი ქვია. მას­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის. გვე­სა­უბ­რე­ბა ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­რა­ნე­ბის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

- მეს­ხეთ­ში ბევ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლია. ეს მხა­რე იყო ჩვენს ქვეყ­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მძლავ­რი კერა ... სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მხა­რეა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ უდი­დეს­მა ქარ­ტე­ხი­ლებ­მა მას­ზე გა­და­ი­ა­რა, მათ შო­რის მეს­ხეთ­ზე ოს­მა­ლე­თის თით­ქმის ოთხსა­უ­კუ­ნო­ვან­მა ბა­ტო­ნო­ბამ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ გან­საც­დე­ლე­ბი­სა­გან თა­ვის დახ­სნას სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ცდი­ლობ­და, რა­მაც სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბე­ბის აშე­ნე­ბას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი.

mg-3724-46553-1740991612.jpg

დღეს ვი­სა­უბ­როთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა­ზე, რა­საც მეს­ხუ­რი და­რა­ნი ჰქვია.

რა არის და­რა­ნი?

და­რა­ნი - მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის "კლდე­ში, ანუ მი­წის ქვეშ შე­სას­ვლე­ლი... "და­რა­ნად ით­ქმის სახ­ლი, მი­წის ქვეშ ნა­გე­ბი, გინა მიწა და კლდე შე­თხრი­ლი უჩინ­რად“. ეს არის ლო­დე­ბით ამოყ­ვა­ნი­ლი, ქვის სქე­ლი ფი­ლე­ბით გა­და­ხუ­რუ­ლი უქ­ვით­კი­რო ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა დახ­ლარ­თუ­ლი გა­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­თავ­სო­ე­ბის­გან. და­რანს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი გან­შტო­ე­ბა აქვს. ერთი შტო აუ­ცი­ლებ­ლად წყალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რო­მელ­თა სიგ­რძე ზოგ­ჯერ ასო­ბით კმ-ს აღ­წევს, ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებ­თან, მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­თან, ტყეს­თან ან გზებ­თა­ნაა შე­ერ­თე­ბუ­ლი. და­რა­ნის შე­სას­ვლე­ლი მო­ფა­რე­ბულ, ძნე­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­შია მო­წყო­ბი­ლი და ჩვე­უ­ლებ­რივ, აღ­მო­სავ­ლე­თის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი:

- და­რა­ნე­ბი მეს­ხეთ­ში თავ­დაც­ვის სივ­რცეს ნიშ­ნავს, მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბის მთელ ქსელს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით აშე­ნებ­დნენ, აგებ­დნენ, თხრიდ­ნენ იმი­სათ­ვის, რომ მტრის­გან თავი და­ეც­ვათ. მეს­ხუ­რი და­რა­ნი არა­თუ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, არა­მედ ნა­სოფ­ლა­რებ­ში, ნა­მო­სახ­ლა­რებ­ში დღე­საც შე­უმ­ჩნე­ვე­ლია... ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გვხვდე­ბა ქვის გრო­ვე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ ქვის გრო­ვე­ბის შიგ­ნით არის უზარ­მა­ზა­რი გვი­რა­ბე­ბი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრზეც შე­იძ­ლე­ბა იყოს გაყ­ვა­ნი­ლი. მეს­ხე­თის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის და სი­დი­დის და­რა­ნი არ­სე­ბობ­და. კი­ლო­მეტ­რი­ან გვი­რა­ბებ­ზე ბევ­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს. ეს არის მი­წის­ქვეშ გა­მო­თხრი­ლი და შემ­დეგ ქვით ნა­შე­ნი გვი­რა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი დიდი ქვის ლო­დით იკე­ტე­ბო­და. სა­გან­გე­ბოდ გათ­ლი­ლი ქვის ლო­დით, მტერს რომ იქ შეღ­წე­ვა გაძ­ნე­ლე­ბო­და. ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლის გავ­ლით შიგ­ნით და­რან­ში ცხოვ­რე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­რანს რო­გორც შე­სას­ვლე­ლი, ისე გა­მო­სას­ვლე­ლი ჰქონ­და ორი და სამი მხრი­და­ნაც კი. ეს იმი­ტომ, რომ იქ მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­ვე­ბი, წყა­ლი, სხვა­დას­ხვა რამ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო.. ყვე­ლა­ფე­რი იმგვა­რად იყო გათ­ვლი­ლი, რომ გა­მო­სას­ვლე­ლი გა­მო­დი­ო­და ხე­ო­ბებ­ში, უფრო მე­ტად და­ცულ ნა­წი­ლებ­ში, გა­მო­სას­ვლე­ლე­ბიც და შე­სას­ვლე­ლე­ბიც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ეს მტერს არ უნდა სცოდ­ნო­და...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მეს­ხე­თის დიდი ტე­რი­ტო­რია ტყით და­ფა­რუ­ლი არ არის. დიდი ნა­წი­ლი ალ­პურ ზო­ნა­საც მო­ი­ცავს, უტყეო მხა­რე­ში და­რა­ნებ­ში იყო თავ­შე­სა­ფა­რი და შორს გაქ­ცე­ვის ნაც­ვლად, იქვე ახლო-მახ­ლოდ აგებ­დნენ თავ­დაც­ვის ამ­გვარ ნა­გე­ბო­ბას. ზო­გი­ერთ სო­ფელს თითო და­რა­ნი კი არა, რამ­დე­ნი­მე ჰქონ­და. რო­გორც ბოლო დროს არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი, შიდა სივ­რცე­ე­ბი უფრო მი­წის­ქვე­შა ოთა­ხე­ბი იყო, სა­დაც ცხოვ­რე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ შე­იძ­ლე­ბო­და.

ბევრ და­რან­ში სამ­ლოც­ვე­ლოც კია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში ყოფ­ნის დროს ლო­ცუ­ლობ­დნენ, ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და მოგ­ვი­თხრობს, რომ და­რა­ნებ­ში ნათ­ლო­ბე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბიც იმარ­თე­ბო­და და რომ და­რან­ში ქორ­წი­ლიც კი გა­და­უხ­დი­ათ.

327914170-3253207261563678-6018573350641322395-n-46538-1740991634.jpg

მეს­ხე­თად არ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მხო­ლოდ ის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. მეს­ხე­თი ის­ტო­რი­უ­ლად ბევ­რად ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და და ერუ­შე­თის, ტაო-კლარ­ჯე­თის დიდ ნა­წილ­საც მეს­ხე­თი ერ­ქვა. ეს უზარ­მა­ზა­რი და უმ­დიდ­რე­სი მხა­რე იყო, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი, ისე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ეს მის გან­საც­ვიფ­რე­ბელ ნა­გე­ბო­ბებ­შიც აი­სა­ხა.

არ­სე­ბობს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვარ­ძი­ა­ში არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ ბევ­რი გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დის. ვარ­ძი­ას­თან ახ­ლოს არის სო­ფე­ლი - ჭა­ჭ­კა­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლია. ამ სო­ფელ­შიც არ­სე­ბობ­და და­რა­ნე­ბი, რო­მელ­თა გვი­რა­ბე­ბი ვარ­ძი­ი­დან გა­მო­დი­ო­და და რო­გორც მტკვრის ხე­ო­ბა­ში, ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­და­დი­ო­და.

- ანუ ვარ­ძი­ა­ში ბევ­რი და­რა­ნე­ბია?

- დიახ, შიდა გვი­რა­ბე­ბია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დის... მეს­ხეთ - ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის ყვე­ლა სო­ფელ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­თი და­რა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვე­ნამ­დე სამ­წუ­ხა­როდ, მცი­რე ნა­წილ­მა მო­აღ­წია. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ არ არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი, ამი­ტომ დღე­ი­სათ­ვის არ შეგ­ვიძ­ლია ზუს­ტად ვთქვათ რამ­დე­ნი და­რა­ნია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ამის ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, თა­ნაც ბევ­რი და­რა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ჩვე­ნამ­დე ვერ მო­აღ­წია. ბევ­რის შე­სას­ვლე­ლი და­ინ­გრა და გა­რე­დან თვა­ლით შე­უმ­ჩნე­ვე­ლია.

ზო­გა­დად მეს­ხე­ბი ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლის მშე­ნებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. არ მინ­და მკი­თხველ­მა ისე გა­ი­გოს, თით­ქოს და­რა­ნი მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო. და­რა­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ თავ­და­სა­ცა­ვი სივ­რცე იყო. ძი­რი­თა­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბაც ორი­გი­ნა­ლუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ეს გახ­ლდათ მეს­ხუ­რი, დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მელ­შიც იყო ერდო-გვირ­გვი­ნით გა­და­ხუ­რუ­ლი და ქვით ნა­გე­ბი დიდი დარ­ბა­ზი, ეს ერდო-გვირ­გვი­ნი, რო­გორც წესი, ოთხ, ექვს ან თორ­მეტ ბოძ­საც კი ეყ­რდნო­ბო­და, ე.წ. დე­და­ბო­ძებს... ერ­დოს გა­და­ხურ­ვის სტი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და შექ­მნი­ლია ერ­თმა­ნეთ­ზე მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხის მო­რე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც ქმნი­ან კა­მა­რას - ერ­დოს, სა­ი­და­ნაც სი­ნათ­ლე შე­მო­დი­ო­და და მთელ დარ­ბაზ­ში ვრცელ­დე­ბო­და. იხილეთ სრულად