ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა | Allnews.Ge

ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა

"კი­დევ ერთი უნი­კა­ლუ­რი ფირი ჩემი არ­ქი­ვი­დან. ნა­წყვე­ტი ფილ­მი­დან: "სა­მეგ­რე­ლოს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი"... 1985 წელი. ბავ­შვო­ბი­დან ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში კერ­ძო პირს ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ზო­ო­პარ­კი, (ვის და სად აღარ მახ­სოვს).. ჰყავ­და ლომი, ირ­მე­ბი, ხოხ­ბე­ბი და ფარ­შე­ვან­გე­ბი... ეს ფირი სწო­რედ ამ უნი­კა­ლურ გა­რე­მოს უნდა ასა­ხავ­დეს.. არ ვიცი რით დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი, სა­ინ­ტე­რე­სოა მეტი დე­ტა­ლი შე­ვი­ტყო თქვენ­გან, და­წე­რეთ რა იცით ამ ამ­ბის შე­სა­ხებ" - ეს წარ­წე­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უნი­კა­ლურ კად­რებ­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რომ ლო­მის ბოკ­ვერს კვე­ბავ­და...

მის პოსტს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. წერ­დნენ, რომ სო­ფელ გრი­გო­ლი­ში, მურ­მან რო­გა­ვას ჰქონ­და კერ­ძო ზო­ო­პარ­კი...

მე­ტის გა­სა­გე­ბად მურ­მან რო­გა­ვას შვილს ანნა რო­გა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და...

- მა­მა­ჩე­მი მურ­მან რო­გა­ვა პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფლო­რა და ფა­უ­ნა, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბის­გან მოს­დგამ­და... ერთ დღეს მე­გობ­რებ­მა შვლის ნუკ­რი მო­უყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ისე მო­ა­ში­ნა­უ­რა, შემ­დეგ თიკ­ნებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და. სა­ხე­ლიც კი და­არ­ქვა "ბო­რია". მა­მა­ჩემს თურ­მე სულ კუდ­ში დაჰ­ყვე­ბო­და. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ცეკ­ვაც კი ას­წავ­ლა ბო­რი­ას. ირ­მის სა­ნა­ხა­ვად ბევ­რი მო­დი­ო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა იდეა აღ­კვე­თი­ლის გა­შე­ნე­ბი­სა.

murmanrogava-zooparki-2-50483-1740814950.jpg

მურ­მან რო­გა­ვა

80-იან წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით შე­მო­ღო­ბი­ლი იქნა 37 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის ზო­ო­პარ­კე­ბი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი: ლამა, აქ­ლე­მი, მა­რა­ლი, კენ­გუ­რუ, ციმ­ბი­რუ­ლი ჯი­შის ირე­მი, კუდ­თეთ­რა წინწკლე­ბი­ა­ნი ირე­მი. შვე­ლი, გა­რე­უ­ლი ტახი, ჯიხ­ვი, სი­რაქ­ლე­მა, სხვა­დას­ხვა ფე­რის ფარ­შე­ვან­გე­ბი, სხვა­დას­ხვა ჯი­შის ხოხ­ბე­ბი: კოლ­ხუ­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი, ულ­ვა­შე­ბი­ა­ნი, სა­მე­ფო ჯი­შის ოქ­როს­ფე­რი ხო­ხო­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქათ­მე­ბი და ა.შ...

ეს ფრინ­ვე­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი ვო­ლი­ე­რებ­ში კი არ იყ­ვნენ დამ­წყვდე­უ­ლე­ბი, არა­მედ ყვე­ლას თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი.80-იან წლებ­ში ზუგ­დიდს როს­ტო­ვის ცირ­კი სტუმ­რობ­და, ამ დროს და­ი­ბა­და ლო­მის ბოკ­ვე­რი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მა­მა­ჩემს გა­დას­ცეს.სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ი­ზარ­და "პახა". ეზო­ში ლეკ­ვებ­თან, ფარ­შე­ვან­გებ­თან და ხოხ­ბებ­თან ერ­თად და­სე­ირ­ნობ­და. სამ წლამ­დე იზ­რდე­ბო­და ოჯახ­ში "პახა", ძუ ლომი იყო და რად­გა­ნაც ჩვენ ხვა­დი არ გვყავ­და, მა­მამ გა­და­წყვი­ტა სო­ხუ­მის ზო­ო­პარ­კის­თვის გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად...

murmanrogava-zooparki-5-50533-1740814966.jpg

- ალ­ბათ ზო­ო­პარკს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავ­და...

- დიახ, ამ აღ­კვე­თილს სტუმ­რობ­დნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი თუ ტუ­რის­ტე­ბი... ნაკ­რძალს სტუმ­რობ­და ამე­რი­კე­ლი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი ჯეინ ფონ­და და მისი მე­უღ­ლე ტედ ტერ­ნე­რი. პირ­ვე­ლი სტუმ­რო­ბა აშილ მი­უ­რა­ტის ოჯა­ხის და ა.შ... სია ძა­ლი­ან გრძე­ლია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფილ­მი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ჟი­სორ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს

- რო­დემ­დე იარ­სე­ბა და თქვენ რამ­დე­ნად გახ­სოვთ?

- სსრკ-ს დაშ­ლამ­დე სა­ხელ­მწი­ფო ეხ­მა­რე­ბო­და, ხოლო 90-იანი წლე­ბი­დან 2005 წლამ­დე სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ინა­ხავ­და...ჩემს დროს იყო 70 ირე­მი, რამ­დე­ნი­მე ფარ­შე­ვან­გი, სი­რაქ­ლე­მა, რო­მე­ლიც სი­ბე­რით გარ­და­იც­ვა­ლა... 2005 წლამ­დე იარ­სე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ამ ყვე­ლა­ფერ­მა, 2005 წელს 72 წლის მა­მა­ჩემს 6 წელი მი­უ­სა­ჯეს, რო­მე­ლიც სრუ­ლად მო­ი­ხა­და. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­ვი­და, 3 თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, 3 თვით ადრე და­ტო­ვა პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც დიდი ტან­ჯვა-წა­მე­ბა გა­მო­ი­ა­რა. იხილეთ სრულად