"ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე? | Allnews.Ge

"ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე?

1937 წლის 4 ივ­ნისს თბი­ლის­ში, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, 79 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ეკა­ტე­რი­ნე (კეკე) გი­ორ­გის ასუ­ლი ჯუ­ღაშ­ვი­ლი. სტა­ლი­ნის დე­დის სა­გა­ზე­თო ნეკ­რო­ლოგს ხელს აწერ­და სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ის მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ლავ­რენ­ტი ბე­რია და ქვეყ­ნის პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

კე­კეს დაკ­რძალ­ვას მთლი­ა­ნად ლავ­რენ­ტი ბე­რია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ამი­ტო­მაც გა­და­წყდა მის გან­სას­ვე­ნებ­ლად მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი.

კეკე ჯუ­ღაშ­ვი­ლის მთაწ­მინ­და­ზე დაკ­რძალ­ვას მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჯუ­ღაშ­ვი­ლი არ დას­წრე­ბია. დე­დის გას­ვე­ნე­ბის დღეს ბე­ლად­მა მხო­ლოდ გვირ­გვი­ნი გაგ­ზავ­ნა "ძვირ­ფას და საყ­ვა­რელ დე­დას შვი­ლის­გან იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის­გან", - ეწე­რა გვირ­გვინ­ზე.

140527145109-yoga-back-pain-70820-1740130342.webp

ლავ­რენ­ტი ბე­რია ერთ-ერთი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ამ დღეს კე­კეს სა­სახ­ლეს მთაწ­მინ­დის­კენ მი­ას­ვე­ნებ­დნენ. სტა­ლი­ნის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სსრკ-ში სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, არ­სა­დაც არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა.

დიქ­ტა­ტო­რის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი დედა

ჯუ­ღაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც სტა­ლინ­მა კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, იგი ცდი­ლობ­და დე­დის­თვის აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი. მაგ­რამ კე­კემ გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და სა­სახ­ლე­ში მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის.

ვა­ჟის სიყ­ვა­რუ­ლი

რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სტა­ლი­ნი იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­და დე­დას, ძი­რი­თა­დად მოკ­ლე წე­რი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. ისი­ნი ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე. სტა­ლი­ნის­თვის თუნ­დაც მცი­რე წე­რი­ლის და­წე­რა ად­ვი­ლი არ იყო - დე­და­მი­სი ხომ რუ­სუ­ლად არ სა­უბ­რობ­და, სტა­ლი­ნი კი, თა­ვის მხრივ, ქარ­თულს თით­ქმის არ ცნობ­და.

e18394e18399e18390e183a2e18394e183a0e18398e1839ce18394-e183a1e18395e18390e1839ce18398e183abe18394-e18398e1839de183a1e18394e18391-71122-1740130360.jpg

"ჯობ­და მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვი“

სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა იხ­სე­ნებს, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­სიც მა­მას ეში­ნო­და, ეს იყო კეკე. ის მკაც­რი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი იყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­და, რომ შვი­ლი მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ამ­ბო­ბენ, რომ 1935 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სტა­ლი­ნი დე­დას სტუმ­რობ­და, ჰკი­თხა, რა­ტომ სცემ­და ასე ხში­რად და სას­ტი­კად ბავ­შვო­ბა­ში. რა­ზეც კე­კემ უპა­სუ­ხა: ”ამი­ტომ გა­მოხ­ვე­დი ასე­თი კარ­გი.” რო­დე­საც კე­კემ ჰკი­თხა, ვის­თვის მუ­შა­ობ­და სტა­ლი­ნი, შვილ­მა უპა­სუ­ხა: "გახ­სოვს მეფე? მეც ერ­თგვა­რი მეფე ვარ. ” სა­პა­სუ­ხოდ დე­დამ და­ი­ჩივ­ლა და უთხრა "-"ჯობ­და, მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვი“.

უარი კრემლზე

სტა­ლინ­მა ლავ­რენ­ტი ბე­რია და­ნიშ­ნა "მცვე­ლად“, რო­მე­ლიც დე­დას უვ­ლი­და, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა უკვე შერ­ყე­უ­ლი იყო. კე­კეს სტა­ლი­ნი და ბე­რია და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ, რომ მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად. 1930-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კე­კემ კი­დევ ერთხელ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთხრა შვილს რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნა­ზე. კეკე შვილს კრემლში ეწ­ვია, მაგ­რამ დარ­ჩე­ნა არ მო­ი­სურ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ”მას არ უნ­დო­და კრემლში, ნეს­ტი­ან მი­წა­ზე ყოფ­ნა, ” - უთ­ქვამს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას. იხილეთ სრულად