"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან | Allnews.Ge

"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

"ყუ­ბა­ჩუ­რი სა­მა­ჯუ­რის სა­ი­დუმ­ლო" ნაკ­ლე­ბა­დც­ნო­ბი­ლი ფილ­მია, რომ­ლის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბამ თით­ქმის არ იცის, მათ შო­რის ქარ­თველ­მა კი­ნომ­ცოდ­ნე­ებ­მაც... ცოტა ხნის წინ ის­ტო­რი­კოს­მა სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც მსა­ხი­ო­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია, ფო­ტომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

251476180-577332360173243-3828985722687529689-n-33685-1738834018.jpg

სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ფილ­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო:

- ეს ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია და­ღეს­ტან­ში1982 წელს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რია რა­ფა­ელ გას­პა­რი­ან­ცი. ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი მწერ­ლის ახ­მედ ხან აბუ-ბა­ქა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­თხრო­ბის "სა­მა­ჯუ­რი ძვირ­ფა­სი ქვე­ბით" მი­ხედ­ვით... ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. ეს გახ­ლავთ ლა­მა­ზი, ოდ­ნავ სევ­დი­ა­ნი ფილ­მი მთი­ელ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ღეს­ტნის ულა­მა­ზე­სი აუ­ლი­დან - ყუ­ბა­ჩი­დან არი­ან. აული ყუ­ბა­ჩი ოდით­გან გან­თქმუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მეს ეწე­ვი­ან (ცნო­ბის­თვის ამ სოფ­ლი­და­ნაა ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ქალი ბა­ნა­ბა მა­გო­მე­დო­ვა , რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც უხ­ვა­დაა ფილმში).

263835516-430782301841804-1023460315634681494-n-33701-1738834032.jpg

აუ­ლის ყვე­ლა მშო­ბე­ლი ცდი­ლობს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­დას­ცეს თა­ვი­სი ხე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო. ახალ­გაზ­რდა მუ­რადს ( ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი ) კი ურ­ჩევ­ნია ლექ­სე­ბი წე­როს და უს­მი­ნოს გან­თქმულ აშუღს და მო­ხე­ტი­ა­ლე პო­ეტს მუ­რადს, რომ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად მისი სა­ხე­ლიც უწო­დეს ფილ­მის მთა­ვარ გმირს. სა­ხალ­ხო პო­ე­ტის როლს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებს ცნო­ბი­ლი ოსი მსა­ხი­ო­ბი ბიმ­ბო­ლათ ( ბიბო ) ვა­ტა­ე­ვი (ცალ­კე თე­მაა ამ მსა­ხი­ო­ბი­სა და ბა­ტო­ნი ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძის სა­ა­რა­კო მე­გობ­რო­ბის ამ­ბა­ვი )...

ფილმში ფი­გუ­რი­რებს ულა­მა­ზე­სი ყუ­ბა­ჩუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით ნა­ჭე­დი სა­მა­ჯუ­რი. თა­ვის დრო­ზე ეს სა­მა­ჯუ­რი გან­კუთ­ვნი­ლი იყო ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. სა­მა­ჯურს მათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. სა­მა­გი­ე­როდ ეს სა­მა­ჯუ­რი იქ­ცე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბად ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი­სათ­ვის, რო­მელ­თა ბედ­ნი­ე­რე­ბას წინ მთი­ელ­თა ადა­თწე­სე­ბი გა­და­ე­ღო­ბე­ბა... იხილეთ სრულად