1 თვით მისი ქირაობა 100 000 ევრო ღირს- როგორ გამოიყურება მდიდრული ვილა, რომლის ყიდვასაც ალა პუგაჩოვა წლებია უშედეგოდ ცდილობს?
ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა და მათმა შვილებმა რუსეთი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ის ღიად გმობს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს, რისთვისაც ის ბევრჯერ გააკრიტიკეს და ალა პუგაჩოვამ არაერთხელ თქვა, რომ იგივე პოზიციას იცავს. წყვილი პეროდულად ისრაელსა და ლატვიაში ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, წყვილი ლატვიაში სახლს არ ფლობს, თუმცა დასასვენებლად ყოველ წელს კურორტ იურმალას ამჯობინებენ, სადაც საკმაოდ მდიდრულ სახლში ატარებელ დროს. გავრცელებული ცნობით, წყვილი დიდ მნიშვნელოვნას ანიჭებს იურმალაში დასვენებას, რადგან ადგილობრივი კლიმატი და ქვიშა ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
მედიის ინფორმაციით, ვილა "მარტა" ოლიგარქ ვიქტორ კრასოვიცკის ეკუთვნის და კურორტის მეორე ზოლში მდებარეობს. "არტა" იურმალაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ითვლება.
მდიდრული სახლი მთელი წლის განმავლობაში ქირავდება, თუმცა მაღალი ფასის გამო ძირიტადად ცარიელია. 1 თვის განმავლობაში მისი ქირაობა 100 000 ევრო ღირს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალა პუგაჩოვას იმდენად მოსწონს ეს სახლი, რომ რამდენჯერმე შესთავაზა მფლობელს ყიდვა, თუმცა ისინი ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
სახლის საერთო ფართობი ეზოს ჩათვლით 2.4 ათასი კვადრატული მეტრია. მას 5 საძინებელი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, ზამთრის ბაღი და შადრევანი აქვს.
სახლს ასევე აქვს დამატებითი შენობები, სადაც სპა ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი და მცირე საკონცერტო დარბაზია განთავსებული.
სახლი 1928 წელს აშენდა და 2007 წელს სრული განახლება ჩაუტარდა.