ტყვიაგაუმტარი ჯავშანი, სპა ცენტრი... - რა ხდება ცნობილი პუტინის მატარებელ "მოჩვენებაზე"? | Allnews.Ge

ტყვიაგაუმტარი ჯავშანი, სპა ცენტრი... - რა ხდება ცნობილი პუტინის მატარებელ "მოჩვენებაზე"?

CNN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის "სა­ი­დუმ­ლო მა­ტა­რებ­ლის“ შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს. დო­კუ­მენ­ტე­ბი ლონ­დონ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა რუ­სულ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა Dossier Center-მა მო­ი­პო­ვა.

ის ფაქ­ტი, რომ პუ­ტი­ნი მა­ტა­რებ­ლით სარ­გებ­ლობს, ცნო­ბი­ლია. თა­ვად კრემ­ლმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბორტზე გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი, თუმ­ცა, მა­ტა­რებ­ლის 20-კა­ცი­ა­ნი ვა­გო­ნის ში­ნა­არ­სი მკაც­რად და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო იყო.

მა­ტა­რებ­ლის შე­საქ­მნე­ლად მუ­შა­ო­ბა 2014 წელს და­ი­წყო და 2018 წელს დას­რულ­და - ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გია. 2021 წლი­დან მას პრე­ზი­დენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად იყე­ნებს.

ezgifcom-gif-maker-45-51687-1737800949.jpg

მა­ტა­რებ­ლის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან გა­რე­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. შიგ­ნით კი ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აბა­ზა­ნა, თურ­ქუ­ლი ორ­თქლის აბა­ნო­თი და შხა­პით, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3,75 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტია, ასე­ვე სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, კი­ნო­თე­ატ­რი, სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი სა­ლო­ნი და სპა. ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებს შო­რი­საა გი­გან­ტუ­რი Panasonic ტე­ლე­ვი­ზო­რი, DVD და VHS პლე­ე­რე­ბი. მა­ტა­რე­ბელს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს უსაფრ­თხო სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზიც.

ერთი შე­ხედ­ვით ნორ­მა­ლუ­რი მა­ტა­რებ­ლის გარე ჯავ­შა­ნი III+ დო­ნეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­უძ­ლია გა­უძ­ლოს AK-47 - "კა­ლაშ­ნი­კო­ვი­სა" და SVD სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნის სრო­ლას. ვა­გო­ნებს ასე­ვე აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხვრე­ლე­ბი, რათა თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნან.

ზო­გი­ერთ ოთახს ხმის სა­ი­ზო­ლა­ციო კე­დე­ლი აქვს. მა­ტა­რე­ბელს ასე­ვე გა­აჩ­ნია ე.წ. "ჯან­მრთე­ლო­ბის ვა­გო­ნი“, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას მო­ი­ცავს. ამ ვა­გო­ნის არ­სე­ბო­ბა კი­დევ უფრო ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ პუ­ტინს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ezgifcom-gif-maker-42-51490-1737800933.jpg

CNN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის "სა­ი­დუმ­ლო მა­ტა­რებ­ლის“ შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს. დო­კუ­მენ­ტე­ბი ლონ­დონ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა რუ­სულ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა Dossier Center-მა მო­ი­პო­ვა.

ის ფაქ­ტი, რომ პუ­ტი­ნი მა­ტა­რებ­ლით სარ­გებ­ლობს, ცნო­ბი­ლია. თა­ვად კრემ­ლმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბორტზე გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი, თუმ­ცა, მა­ტა­რებ­ლის 20-კა­ცი­ა­ნი ვა­გო­ნის ში­ნა­არ­სი მკაც­რად და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო იყო.

მა­ტა­რებ­ლის შე­საქ­მნე­ლად მუ­შა­ო­ბა 2014 წელს და­ი­წყო და 2018 წელს დას­რულ­და - ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გია. 2021 წლი­დან მას პრე­ზი­დენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად იყე­ნებს.

მა­ტა­რებ­ლის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან გა­რე­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. შიგ­ნით კი ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აბა­ზა­ნა, თურ­ქუ­ლი ორ­თქლის აბა­ნო­თი და შხა­პით, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3,75 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტია, ასე­ვე სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, კი­ნო­თე­ატ­რი, სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი სა­ლო­ნი და სპა. ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებს შო­რი­საა გი­გან­ტუ­რი Panasonic ტე­ლე­ვი­ზო­რი, DVD და VHS პლე­ე­რე­ბი. მა­ტა­რე­ბელს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს უსაფრ­თხო სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზიც.

ზო­გი­ერთ ოთახს ხმის სა­ი­ზო­ლა­ციო კე­დე­ლი აქვს. მა­ტა­რე­ბელს ასე­ვე გა­აჩ­ნია ე.წ. "ჯან­მრთე­ლო­ბის ვა­გო­ნი“, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას მო­ი­ცავს. ამ ვა­გო­ნის არ­სე­ბო­ბა კი­დევ უფრო ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ პუ­ტინს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. იხილეთ სრულად