რომელია მიწის დარეგისტრირების ყველაზე მარტივი გზები? - ადვოკატის რეკომენდაციები | Allnews.Ge

რომელია მიწის დარეგისტრირების ყველაზე მარტივი გზები? - ადვოკატის რეკომენდაციები

ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს, რა საფუძველი უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა დაირეგისტრიროთ

- ეს საკითხი აქტუალურობას ნამდვილად არ კარგავს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თქვენს სახელზე დასარეგისტრირებლად ორი საფუძველი არსებობს: მიწას ან მართლზომიერად უნდა ფლობდეთ ან 2007 წლამდე თვითნებურად უნდა გქონოდათ დაკავებული. მართლზომიერ საკუთრებაში ითვლება ის მიწის ნაკვეთი, რომლის სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში გადაცემა კანონიერად ანუ მართლზომიერად განხორციელდა. მართლზომიერების დასადასტურებლად კი იმ დოკუმენტების წარმოდგენას მოგთხოვენ, რომლებიც დაამტკიცებს, რომ უძრავი ქონება კანონიერად გადმოგეცათ თქვენ ან თქვენს წინაპრებს და მისი დასაკუთრება ლეგალურია. მართლზომიერი საკუთრების აღიარება შესაძლებელია ისეთი მტკიცებულებებით, როგორებიცაა: საკომლო ან მებაღეობის წიგნები, მიწების განაწილების სიები, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღნიშნული ცნობა-დახასიათებები, მიღება-ჩაბარები და სხვა ამგვარი დოკუმენტაცია.

ხოლო, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება შესაძლებელია, თუ მიწის ნაკვეთით 2007 წლამდეც სარგებლობდით. მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო დანიშნულების.

თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია ორი ფორმითაა შესაძლებელი: სპორადულად ან სისტემური რეგისტრაციით. თუ ფიზიკური პირი სპორადულად ითხოვს მიწის რეგისტრაციას, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს და მის დასარეგისტრირებლად ორი გზა არსებობს:

პირველი, უნდა დამტკიცდეს, რომ ამ მიწაზე 2007 წლამდე შენობა-ნაგებობა იყო განთავსებული. მითითებულ დროს ეს შენობა შეიძლება აშენებული, მშენებარე ან დანგრეულ მდგომარეობაში ყოფილიყო.მეორე საშუალება კი არის იმისი დამტკიცება, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწას 2007 წლამდე მომიჯნავე ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთი შემოუერთეთ და ამ ნაკვეთით დღესაც სარგებლობთ. იხილეთ სრულად