იცით, რომელ დღეებში უნდა მორთოთ ნაძვის ხე, რომ სახლში წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ?
ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე, ალბათ, ბევრი ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ყველა ცდილობს, განწყობა შეიქმნას და 2025 წელს უკეთესი მომავლის იმედით შეხვდეს.
არსებობს ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეები, როდესაც ნაძვის ხის მორთვა კარგი არჩევანი იქნება, თუ გვინდა, რომ 2025 წელს იღბალი და კეთილდღეობა მოვიზიდოთ:
17 დეკემბერი
17 დეკემბერი ნაძვის ხის მოსართავად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დღედ ითვლება. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ბარბარობას აღნიშნავს თუ 17 დეკემბერს ნაძვის ხის მორთვას გადაწყვეტთ, 2025 წლის განმავლობაში სახლში კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და წარმატების მოზიდვას შეძლებთ.
22 დეკემბერი
22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. აღნიშნულ თარიღში ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება. ითვლება, რომ მზებუდობა განახლების, სიცოცხლის სიმბოლოა. ამ დღეს მორთული ნაძვის ხე სახლს უარყოფითი ენერგიისაგან დაიცავს და სირთულეებს თავიდან აგარიდებთ.
24 დეკემბერი
თუ გსურთ, 2025 წელს ფინანსურ სტაბილურობასა და წარმატებას მიაღწიოთ, მაშინ ნაძვის ხის მორთვა 24 დეკემბრისთვის დაგეგმეთ. ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ მომდევნო წელს ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ და წარმატება ნახოთ იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ. იხილეთ სრულად