2025 „ორმაგი გაზაფხულის“ წელია - რა გველოდება 2025 წელს ჩინური კალენდრის მიხედვით?
2025 წელს ჩინურ მთვარე-მზის კალენდარში ზეციური დრაკონი ადგილს მიწიერ გველს დაუთმობს. გარდა ამისა, დამდეგი მთვარის ახალი წელი „ორმაგი გაზაფხულის“ წელია.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ახალი წელი 29 იანვარს დაიწყება. ჩინურ ასტროლოგიაში 12 ზოდიაქური ცხოველია და თითოეულს თავისი უნიკალური თვისებები აქვს. ყოველწლიურად ცხოველი ერთიანდება ხუთიდან ერთ-ერთ ელემენტთან - ლითონი, ხე, წყალი, ცეცხლი და მიწა. ელემენტები ერთმანეთს ავსებენ და უპირისპირდებიან, მაგრამ სწორედ ეს მუდმივი ურთიერთქმედება ხელს უწყობს ჰარმონიას, ბალანსს და წესრიგს სამყაროში.
2025 წელს ხის გველის წელს აღვნიშნავთ. ასევე ცნობილია, როგორც მწვანე გველის წელი, რადგან ხე ასოცირდება მწვანე ფერთან ხუთი ელემენტის ჩინური თეორიის მიხედვით. ზოგიერთ ტრადიციაში გველი შეიძლება იყოს ბოროტების და ღალატის სიმბოლო (მაგალითად, ქრისტიანულ ბიბლიაში გველი წარმოადგენს ეშმაკს და ცდუნებას), ჩინურ კულტურაში ის სიბრძნის და მოხერხებულობის სიმბოლოა. ხე ზრდის, მოქნილობის და მოთმენის სიმბოლოა. ამავდროულად, კვებავს ცეცხლის ელემენტს, რომელიც სასიცოცხლო ძალას და ცვლილებებს წარმოადგენს.
თუ ისტორიით ვიხელმძღვანელებთ, 2025 წელი იქნება დინამიკური ცვლილებების დრო, მსგავსი იმისა, რაც მსოფლიომ განიცადა წინა ხის გველის წელში. ვინაიდან ყველა სტიქიური ცხოველი მიჰყვება 60 წლიან ციკლს, ბოლოს ხის გველის წელი 1965 წელს იყო.
ის წელი იყო გარდამტეხი და დასამახსოვრებელი ბევრი თვალსაზრისით. აშშ-ში მიიღეს ხმის მიცემის უფლების აქტი. ეს ეპოქალური კანონი მიმართული იყო საკანონმდებლო ბარიერების მოხსნაზე, რაც შავკანიან საზოგადოებას ხმის მიცემის უფლების გამოყენებაში ხელს უშლიდა. პირველად კათოლიკურ ეკლესიებში მესა ლათინურის ნაცვლად ადგილობრივ ენებზე აღევლინა. საბჭოთა კოსმონავტი ალექსი ლეონოვი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ღია კოსმოსში გავიდა. 1965 წელს სინგაპური გამოეყო მალაიზიას და გახდა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.
ჩინური ტრადიციის თანახმად, გაზაფხული ახალი სიცოცხლის და ახალი დასაწყისის სიმბოლოა. რიცხვი ორი იღბლიანად ითვლება. ჩინური ანდაზების თანახმად, ყველაფერი კარგი წყვილში მოდის. ითვლება, რომ წელიწადში ორი გაზაფხული აძლიერებს კეთილდღეობას და წარმატებას, რაც მას განსაკუთრებით ხელსაყრელ თვედ აქცევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ქორწინება.