აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს! - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: რა არის მათი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლო?
მსოფლიოში არსებობს ერთი ტომი, რომელმაც არ იცის, არც კიბოს შესახებ, არც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ და ხასიათდებიან განსაკუთრებულად ხანგრძლივი სიცოცხლით. ამ ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში, ჰიმალაისთან ახლოს, მდინარე ჰუნზას სანაპიროზე. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი და მას უწოდებენ "ახალგაზრდობის ოაზისს".
პირველად ამ ტომის შესახებ ისაუბრა ინგლისელმა ექიმმა მაკ ჰარისონმა, რომელიც ამ რეგიონში მკურნალობდა საკუთარ პაციენტებს.
ჰუნზას მაცხოვრებლებს არ აწუხებთ დაავადებები როგორებიცაა: ტუბერკულოზი, მუცლის ტკივილი, დიაბეტი, მემკვიდრეობითი დაავადებები, ჭირი, ქოლერა და სიფილისი თუ არ ჩავთვლით მოტეხილობებს და თვალის ანთებას, რაც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის.
მათი ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით. ამ ტომის ხალხის დიდი ნაწილი 120 წლამდე ცოცხლობს და 100 წლის ასაკში, ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.
ჰუნზას ტომის ძირითადი თვისებები - ოპტიმიზმი, სიმშვიდე, იუმორი და სტუმართმოყვარეობა.
ჰუნზას მართავს მეფე და უხუცესთა საბჭო; მათ არ ჰყავთ პოლიცია და შესაბამისად ციხე არ არსებობს. აქ წესრიგს არავინ არ არღვეს და არ არსებობს დანაშაული!
ასაკიანი ადამიანები სარგებლობენ დიდი პატივისცემით და უპირობო ავტორიტეტით.
აქ წვიმები იშვიათია, თოვლიც ცოტა მოდის, ამიტომ ტერიტორია უწყლობას განიცდის.
ზამთარში მოსახლეობას ქვებისგან დამზადებულ სახლებში ძინავს, სადაც არ არის ფანჯრები და მათ მხოლოდ ერთი ოთახი აქვთ.
ისინი განიცდიან შეშის სიმწირეს. ცეცხლს გამხმარი ტოტებისა და ფოთლების მეშვეობით ანთებენ. ამ ცეცხლზე მხოლოდ საკვების გაკეთება შეიძლება; ისინი ბანაობენ მხოლოდ ცივ წყალში. მათ არ აქვთ არანაირი ჰიგიენის საშუალებები, როგორებიცაა: საპონი, შამპუნი და სხვა.
ზამთარში საჭმელად მწირი მარაგი აქვთ - ძირითადად ლობიო და გამხმარი გარგარი, შესაბამისად ზამთრის დასასრულს საკვების რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. გაზაფხულს ჰუნზას მაცხოვრებლები უწოდებენ "შიმშილის პერიოდს" საკვების მომწიფების პერიოდი ძალზედ დიდხანს გრძელდება.
რას მიირთმევენ ჰუნზები?
ძირითადი საკვები - ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი. ხილი, რომელსაც ზამთარში ახმობენ ეს არის გარგარი, ეს იმიტომ, რომ მისი ზეთი საჭიროა სამზარეულოში. რეგიონში ასევე იზრდება ისპანახი, სტაფილო, სალათის ფოთოლი, თალგამი, ბარდა, კობოსტო და გოგრა. ნაწილი ბოსტნეულისა გამოიყენება ნედლეულის სახით ზოგიერთი ჩაშუშული.
ჰუნზები არ არიან ვეგეტარიანელები, თუმცა, ხორცს მიირთმევენ მხოლოდ დასვენების დღეებში. მას შემდეგ, რაც პირუტყვს დაკლავენ, ხორცს მიირთმევენ დაუყოვნებლივ. ყურძნისგან ამზადებენ ღვინოს და მიირთმევენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ჰუნზები იკვებებიან დღეში ორჯერ. მიუხედავად რთული პირობებისა, ჰუნზებს აქვთ შესაშური ჯანმრთელობა. ისინი არიან ჯანმრთელნი და ბედნიერი ხალხი მთელი მსოფლიოშ მასშტაბით.