როგორი სახლი აქვს მარიო ჩიმაროს კოლუმბიაში, სადაც ის 21 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრობს?
კუბელმა მსახიობმა მარიო ჩიმარომ სერიალში „ფარული ვნება“ შესრულებული როლით ქართველი მაყურებლის გულები წლების წინ დაიპყრო. სერიალში მან კოლუმბიელ მსახიობთან, დანა გარსიასთან ერთად ითამაშა. ნორმასა და ხუანის წყვილით სერიალის ქართველი მოყვარულები განსაკუთრებით მოიხიბლნენ.
53 წლის მსახიობი მამა რამდენიმე წლის წინ გახდა. მარიო ჩიმარიომ ქალიშვილთან და მეუღლესთან, ბრონისლა გრეგუშოვასთან გადაღებული ფოტო-კოლაჟი გაავრცელა წარწერით „მამის დღე“.
„იყო მამა, ეს უნიკალური გამოცდილებაა, ეს საგანძურია“, – წერს 53 წლის მსახიობი.
ცნობისთვის, „ფარული ვნების“ ვარსკვლავი, ახალ პროექტზე მუშაობს. ის ახალ ლიმიტირებულ სერიალში „ქული“ იღებს მონაწილეობას, რომელიც 1860 წელს, კუბაში მომხდარ მოვლენებს აღწერს.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობი ტელემაყურებლებს საკუთარ სახლს აჩვენებს.
ჩომარო სახლში 21 წლით უმცროს სლოვაკ მეუღლესთან და შვილთან ერთად ვილა დე ლეივაში, კოლუმბიაში ცხოვრობს.
სახლს საკმაოდ დიდი ეზო და სპორტული დარბაზიც აქვს.