ლილე, ევა, იოანე, ნოე- პოპულარული სახელები, რომლებიც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტ ბავშვს დაარქვეს
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. ყოველწლიურად მომავალი მშობლების შვილების სახელებს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ. ზოგს ტრადიციული ვარიანტები ურჩევნია, ზოგი კი რაც შეიძლება უცხო და ორიგინალურ სახელს ეძებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ, 2024 წლის განმავლობაში გოგონებისა და ბიჭებისთვის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელების სტატისტიკა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2024 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდს ასახავს. არსებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში გოგონების სახელების ჩამონათვალში ნიცა პირველ ადგილზეა, თუმცა რეალურად გოგონების უმრავლესობას მარიამი დაარქვეს. იმის გამო, რომ ნაწილს დაბადების მოწმობაში "მარიამ" უწერია, ნაწილს კი "მარიამი", ამ სახელის რაოდენობა ორად გაიყო. სწორედ ამან განაპირობა ნიცას პირველ ადგილზე გამოჩენა. ვაჟების შემთხვევაში კი - გიორგი აღმოჩნდა პირველ ადგილზე. ვრცელი ინფორმაცია ასეთია:
გოგონებს შორის 20 ყველაზე გავრცელებული სახელი, რომლებიც მშობლებმა 2024 წელს შვილებს დაარქვეს (18 ნოემბრამდე არსებული მონაცემები) ნიცა - 672, მართა- 550, მარიამ - 504, ელენე - 483, მარიამი - 461, თაია - 415, ლილე - 411, ევა - 406.
ვაჟებს შორის 20 ყველაზე გავრცელებული სახელი,რომლებიც მშობლებმა 2024 წელს შვილებს დაარქვეს (18 ნოემბრამდე არსებული მონაცემები)გიორგი - 717, ალექსანდრე - 684, დემეტრე - 669, ნოე - 646, თომა - 603, ლუკა - 591, დაჩი - 577, იოანე - 481. იხილეთ სრულად