იცოდით, რატომ არ გამოდიოდა შავი ფერის "ჟიგული"? - სიმართლე საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილ ავტომობილზე | Allnews.Ge

იცოდით, რატომ არ გამოდიოდა შავი ფერის "ჟიგული"? - სიმართლე საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილ ავტომობილზე

დღევანდელისგან განსახვავებით საბჭოთა პერიოდში საკუთარი მანქანის შეძენა არც ისე ადვილი იყო. მოქალაქეები წლების განმავლობაში ელოდნენ თავის რიგს მანქანის შესაძენად და ხშირად ფერიც კი ასარჩევი არ იყო, რაც შეხვდებოდათ, იმაზე თანხმდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოებაში მანქანების ფერთა პალიტრა მრავალფეროვანი იყო, ვთქვათ ავიღოთ " ჟიგული": თეთრი, კრემისფერი, შინდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი და სხვა, თუმცა მათ შორის არასდროს ყოფილა შავი და ამის სავარაუდო ვერსიები არსებობს.

202410251415526227-1730012211.png

პირველი ვერსიით შავი ჟიგულები არაპრაქტიკულობის გამო არ იწარმოებოდა. შავი ფერი უფრო სწრაფად იკიდებს ჭუჭყს და უფრო ხშირ რეცხვას მოითხოვს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ინფრასტრუქტურის პირობებში, სადაც გზები ხშირად ცუდი ხარსხის იყო და გარეგნობაზე ზრუნვა შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო მასობრივი წარმოების მანქანების მფლობელებისთვის.

მეორე ვერსიით, რაც ჭეშმარიტებასთან ახლოა, სსრკ-ში მანქანების შავი ფერი ასოცირდებოდა პარტიული მაღალჩინოსნების, სამთავრობო უწყებებისა და სპეცსამსახურების მანქანებთან. მანქანებს გაზ-13 "ჩაიკა" ან ზის-110 -ს ჰქონდათ განსაკუთრებული სტატუსი, ხოლო შავი ფერი აღიქმებოდა როგორც "პრესტიჟი" და ძალაუფლების სიმბოლო. „ჟიგული“ მასობრივი მოხმარების მანქანებად ითვლებოდა და მათ შავ ფერში გამოშვებას შეიძლება დაერღვია პრესტიჟული მანქანებისა და მათი მფლობელების სიმბოლური სტატუსი.

165-1730012246.jpg

გარდა ამისა, საღებავის რამდენიმე ფენა იყო საჭირო მაღალი ხარისხის შავი ფერის მისაღებად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა მანქანის ღირებულება, რაც შესაბამისად, მასობრივი სეგმენტის ჯიბეზე აისახებოდა.

456x342-1730012228.webp

თუმცა სსრკ-ს არსებობის მიწურულს, შავი "ლადები"მაინც გადმოვიდა კონვეირიდან.

წყარო