"ჩემი ერთი ხმა არაფერს ცვლის" - შემთხვევები, როცა არჩევნების ბედი ერთმა ხმამ გადაწყვიტა | Allnews.Ge

"ჩემი ერთი ხმა არაფერს ცვლის" - შემთხვევები, როცა არჩევნების ბედი ერთმა ხმამ გადაწყვიტა

არჩევნებზე მოქალაქეთა აქტიურობას გადამწვეყი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მოისმენთ, ფრაზებს "ჩემი ერთი ხმა რას ცვლის", "მაინც იმას მოაგებინებენ, ვინც სურთ", "არჩევნები გაყალბდება" და ა.შ. ამის გამო ათასობით ადამიანი არჩევნებზე არ მიდის.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ შემთხვევებს, როდესაც არჩევნების ბედი მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა.

1910 წლის არჩევნები ნიუ-იორკის 36-ე საკონგრესო უბანზე

1910-1729923900.jpg

1910 წელს, ბუფალოში, ნიუ-იორკის საკონგრესო უბანზე, დემოკრატმა ჩარლზ ბ. სმითმა თანამდებობაზე მყოფი დე ალვა ალექსანდერი მხოლოდ ერთი ხმით დაამარცხა — მან 20 685 ხმა მიიღო, ალექსანდერმა კი — 20 684.

მასაჩუსეტსის 1839 წლის საგუბერნატორო არჩევნები

1603900036-1729923966.jpg

დემოკრატიული პარტიის წევრმა ირონიული მეტსახელით — "მეწყერი" — მარკუს მორტონმა 1839 წლის მასაჩუსეტსის საგუბერნატორო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთი ხმით შეძლო. მან 102 066 ამომრჩევლიდან 51 035 ხმა მოიპოვა და თავიდან აიცილა გადაწყვეტილების მინდობა მმართველის პარტიის მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოსთვის, სადაც იგი დამარცხებისთვის იქნებოდა განწირული.

აშშ-ის 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1603901480-1729924062.jpg

ჯონ კენედის ერთი ხმით ნამდვილად არ მოუგია, თუმცა სხვაობა მაინც ძალიან მცირე იყო — კენედიმ ხმების 49,7 პროცენტი მიიღო, მისმა მეტოქემ რესპუბლიკური პარტიიდან, რიჩარდ ნიქსონმა კი — 49,6 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა