ხის მწვანე გველი - როგორი იქნება 2025 წელი და როგორ უნდა შევხვდეთ მას - როგორ მოვიზიდოთ იღაბლი და წარმატება? | Allnews.Ge

ხის მწვანე გველი - როგორი იქნება 2025 წელი და როგორ უნდა შევხვდეთ მას - როგორ მოვიზიდოთ იღაბლი და წარმატება?

2025 წელი აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო წარმომადგენლის ნიშნის წელია. ის ბევრ მოვლენას, ცვლილებას და შეხვედრას გვპირდება. რა უნდა ვიცოდეთ მთავარი სიმბოლოს შესახებ?

დახასიათება

გველი საოცარი არსებაა. აღმოსავლურ კულტურაში ის ბევრ კარგ თვისებასთან ასოცირდება - ინტელექტი, სიბრძნე, ეშმაკობა, გამჭრიახობა და ერთგულება. ზღაპრებში ის ეხმარება ადამიანებს პრობლემებისა და რთული ამოცანების გადაჭრაში, რთულ სიტუაციებში და შეუძლია სწორი გზის შეთავაზება.ამ ქვეწარმავალმა იცის როგორ დატკბეს ცხოვრებით და მიიღოს სიამოვნება მარტივი ნივთებისგან.რეალურ ცხოვრებაში გველი პოტენციურად საშიში ცხოველია, მაგრამ მწვანე ფერი მისდამი დამოკიდებულებას არბილებს. მართლაც, იმისათვის, რომ გველი შეტევაზე გადავიდეს, ის ვინმემ ან სერიოზულად უნდა შეაშინოს ან უნდა დაემუქროს. უმჯობესია არ მიიყვანოთ იგი ასეთ მდგომარეობამდე, რადგამ მარტივად შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგე როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობიით.გველის წელისგან იმედგაცრუებას არ უნდა ველოდოთ, ის ყურადღებით აკონტროლებს გარშემო ყველაფერს, არ არღვევს სიმშვიდეს და თავისუფლებას. ამას დაუმატეთ მწვანე ფერი: ჰარმონიის, მშვიდობის, ზრდის სიმბოლო.

სხვათა შორის, წლის თითოეული ფერი კონკრეტულ ელემენტს წარმოადგენს. მწვანე არის ხე, რომელიც, თავის მხრივ, განასახიერებს განვითარებას და მუდმივ აღმავალ სწრაფვას.

როგორ მოვიზიდოთ იღაბლი და წარმატება

ხის მწვანე გველი უპრეტენზიო არსებაა. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სათანადო ყურადღებისა და პატივისცემის გარეშე უნდა დავტოვოთ. სხვათა შორის, გველი შეიძლება იყოს ძალიან ეჭვიანი!ამიტომაც უნდა უზრუნველყოთ მისთვის კომფორტული გარემო: დაამშვენეთ ოთახი ქოთნის მცენარეებით, კარგი იქნება, თუ იქონიებთ ბონსაის ან ტროპიკული წარმოშობის ყვავილებს. დეკორატიული შადრევნები იდეალურად მოერგება ინტერიერს. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ აღმოსავლური სტილის ნივთებს.არ დაგავიწყდეთ წლის გმირისთვის "განძის" გაკეთება. სუვენირების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩინური მონეტები, ან უბრალოდ ერთი მუჭა რკინის ფული იზოლირებულ ადგილას განათავსეთ.

როგორ აღვნიშნოთ და სად შევხვდეთ

გველი სულაც არ არის მარტოსული. საჭიროების შემთხვევაში მან იცის, როგორ უნდა იყოს მკაცრი, თუ დასვენების საშუალება აქვს, ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს. წლის გმირმა მშვენივრად იცის როგორ დატკბეს ცხოვრებით და ურჩევნია მეტი დრო ახლობლებთან გაატაროს, ვიდრე მათ გარეშე. ახალ წელს უარს ნუ იტყვით წვეულებებზე. შეგიძლიათ მოილხინოთ სახლში, კაფეში, რესტორანში ან წვეულებაზე. მთავარია ირგვლივ მყუდრო, მეგობრული ატმოსფერო შეიქმნათ და მხიარულება და სიყვარული სუფევდეს.

რა ჩავიცვათ

მოდის ბევრი დიზაინერი გველის წელს ყველაზე ელეგანტურს უწოდებს. წლის მთავარ ღამეს აქტუალური იქნება გველის კანის სტრუქტურისა და ფერის სამოსი.უპირატესობა ენიჭება ზურმუხტისა და ბალახის ჩრდილებს, რადგან ეს არის ხის მწვანე გველის წელი! ნაკლებად მოციმციმე ფერების მოყვარულებს შეუძლიათ უსაფრთხოდ აირჩიონ ნივთები ნაცრისფერ, რძიან, ყავისფერ ფერებში.და, რა თქმა უნდა, გველი სიამოვნებით დაინახავს მის გამოსახულებას სხვადასხვა დიზაინში - კალენდარზე, ფიგურების, სანთლების სახით, ხელსახოცებზე და გულსაკიდებზე.სიფრთხილე გმართებთ წითელ ფერთან, ჯობია ის აღმოსავლური კალენდრის სხვა წარმომადგენლებისთვის შეინახოთ.რაც შეეხება მამაკაცებს, შეუძლიათ შეარჩონ კოსტიუმები ნაცრისფერ ტონებში. იხილეთ სრულად