იცით, რატომ არ არის თითქმის არც ერთი ქვეყნის დროშაზე იასამნისფერი გამოყენებული?
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეროვნული დროშა შეიძლება ძალიან ფერადია, არის ერთი ფერი, რომელსაც თითქმის ყველა ერიდება.
რადიო წამყვანმა დინ ჯექსონმა TikTok-ის ვიდეოში განმარტა ის უცნაური მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში თითქმის არც ერთი ქვეყანა არ იყენებს იასამნისფერს თავის დროშაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 195 ქვეყნიდან მხოლოდ სამ დროშაზეა გამოყენებული იასამნისფერი და ისიც, ძალიან მცირე რაოდენობითშესაძლოა ეს იშვიათი სახეობის ზღვის ლოკოკინას უკავშირდებოდეს.
მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოში თითქმის არც ერთი დროშა არ იყენებს იასამნისფერს, შეიძლება ამ მტაცებელ ზღვის ლოკოკინას უკავშირდებოდეს
"არც ერთი ქვეყანა არ იყენებს იასამნისფერს, როგორც დროშის ძირითად ფერს და ამის მიზეზი ამ პატარა ლოკოკინას უკავშირდება. ეს არ არის მტაცებელი ლოკოკინა. ქვეყნების დროშების უმეტესი შეიქმნა რამდენიმე საუკუნის წინ და იმ დროს იასამნისფერი საღებავის წარმოების ერთადერთი გზა იყო ზღვის ლოკოკინების დამსხვრევა", - განმარტავს ვიდეოში მისტერ ჯექსონი.
მისი თქმით, მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე იასამნისფერი პიგმენტის მიღების ერთადერთი გზა იყო იშვიათი ზღვის ლოკოკინას მოკვლა, რომელსაც Murex-ის ლოკოკინა ეწოდა. მაშინ საღებავის მიღება ძალიან მცირე რაოდენობით იყო შესაძლებელი. საღებავის ნაკადს ლიბანში, ფინიკიელი ვაჭრები აკონტროლებდნენ.მტაცებელი მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და მაროკოს ატლანტის სანაპიროზე ბინადრობს. იხილეთ სრულად