ნამდვილი ალადინი- ნახეთ, როგორ იფრინა ფრანგმა მამაკაცმა "ჯადოსნური ხალიჩით" ? (ვიდეო) | Allnews.Ge

ნამდვილი ალადინი- ნახეთ, როგორ იფრინა ფრანგმა მამაკაცმა "ჯადოსნური ხალიჩით" ? (ვიდეო)

ალბათ ბავშვობაში ყველას გინახავთ "ალადინი" და ერთხელ მაინც გიოცნებიათ მფრინავი ხალიჩით ფრენაზე.

ფრანგმა მამაკაცმა მთიდან "ჯადოსნური ხალიჩით" იფრინა და ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. ამის შესახებ სააგენტო SWNS-ი იუწყება.

44 წლის ფრედი მონტინიმ განაცხადა, რომ მას წლები დასჭირდა ბავშვობის ოცნების ასასრულებლად, რათა ესწავლა ხალიჩით „ფრენა“, ისევე როგორც "ალადინმა" ამავე სახელწოდების მულტფილმიდან.

freddy-montigny-jumps-from-vercors-massif-mountain-range-on-flying-carpet-swns-1024x557-1727420119.jpg

იგი 25 წლიდან დაფრინავს პარაპლანით, 30 წლიდან პარაშუტით ხტებოდა, 35 წლიდან კი დაფრინავს დელტაპლანით. მთელი ეს გამოცდილება დაეხმარა მონტინის, ორიგინალური ტრიუკი მოეფიქრებინა.

წარსულში მამაკაცი დრამერი იყო და სცენის ტექნიკოსად მუშაობდა. ის ახლა საკუთარ თავს უწოდებს" ხალიჩით პროფესიონალ მფრინავს " . ბოლო გამოქვეყნებულ ვიდეოში ბეისჯამპერი 2400 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და ხალიჩით 1600 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა. მან განმარტა, რომ ხანგრძლივი დაშვება მას საშუალებას აძლევს მოახდინოს ფრენის კორექტირება და საფრთხის შემთხვევაში შეუძლია პარაშუტის გახსნა.

„ამ ჯადოსნური ხალიჩით მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამით არ შეგიძლიათ რაიმე სიჩქარით იფრინოთ ან სასურველ დანიშნულების ადგილზე მიხვიდეთ, ის მაინც გასაოცარი ხერხია რეალობის გამოწვევისთვის“, - თქვა მონტინიმ თავისი გამოცდილების შესახებ.

იგი პარაშუტს უწოდებს " უსაფრთხოების მთავარ ბადეს".

„თუ რამე არასწორად მოხდება, მე უბრალოდ გავუშვებ ხალიჩას და გავხსენი პარაშუტს. იმ სიმაღლიდან, საიდანაც ვხტები, საკამრისი დრო მაქვს, რომ გამოვასწორო ნებისმიერი შეცდომა“.

სოციალურ მედიაში თავის პოსტებში მონტინი ხაზს უსვამს „კავშირს ბავშვობის ოცნებებსა და ზრდასრულ რეალობას შორის“.

და ბოლოს, იხილეთ საოცარი ვიდეო

წყარო