როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში? - ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში? - ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე 22 სექტემბერს ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ის დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქრება.

როგორც ცნობილია, კესარია (პირვანდელი სახელი - ბესო) აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყოპირველი ქართველი, რომელმაც საჯაროდ აღიარა და ისაუბრა საკუთარი ტრანსსექსუალობის შესახებ. იყო ცნობილი სახე, მოდელი, ინფლუენსერი, თამაშობდა კინოში. 2018 წელს მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.

459765332-443368255420735-5264925514116284293-n-1727340207.jpg

1582282946-1234-1727340219.jpg

კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. 2014 წელს განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციაც გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.

საზოგადოების ნაწილში გავრცელებული იყო აზრი, რომ კესარიას სახეზე უამრავი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. იხილეთ, როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში. ფოტოების უმეტესობა საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

2021011623302590835-1-1727340234.jpg

web-capture-4-1-2023-20415-primetime-ge-1727340249.jpg

53139644-1112946595550900-8455912349436477440-n-1726686190-1727340263.jpg