იცოდით, რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა ყოველთვის 750 ml და არა 1 ლიტრი?
იცოდით, რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა ყოველთვის 750 მილილიტრი და არა 1 ლიტრი? შეიძელბა ეს კითხვა თქვენც გაგჩენიათ და პასუხს დღევანდელ სტატიაში იპოვით.
ღვინის ბოთლის მოცულობასთან დაკავიშირებით "ფეისბუქის" მომხმარებელი მიხეილ სამხარაძე პოსტს ავრცელებს, სადაც მისი წარმოშობის ისტორიას განმარტავს:
ალბათ, თქვენც დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლების მოცულობა 750 მილილიტრი და არა 1 ლიტრი. ამას ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ახსნა ჰქონია. ეს სტანდარტი მე-19 საუკუნიდან მოგვყვება და ისტორიული გამოცდილება უდევს საფუძვლად.
ფრანგული ღვინის მწარმოებლების უმთავრესი კლიენტები ინგლისელები იყვნენ. თუმცა, ინგლისსა და საფრანგეთში სითხის მოცულობის სხვადასხვა საზომ სისტემას იყენებდნენ: საფრანგეთში - ლიტრებს, ინგლისში - იმპერიულ გალონებს. ერთი იმპერიული გალონი უდრის დაახლოებით 4.5 ლიტრს (ოდნავ მეტს 4.54609).
იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დროს კალკულაცია გაემარტივებინათ, ღვინო ბორდო გადაჰქონდათ 225 ლიტრიანი კასრებით, რაც არის 50 გალონი, ანუ ზუსტად 300 ცალი ბოთლი (750 მლ.).
დათვლა მარტივდებოდა: 225 ლიტრი = 50 გალონი = 300 ბოთლი
ამგვარად: 1 იმპერიული გალონი = 6 ბოთლი
დღესაც კი ტრანსპორტირებისას ღვინის ერთ ყუთში დევს 6 ან 12 ბოთლი, 1 ან 2 იმპერიული გალონი